RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

«პირველი კავკასიური» : ფსონები მარგინალებზე

12.01.2010  |  16:13

5064.jpegსაქართველოში ხუთ იანვარს დაიწყო მაუწყებლობა «პირველმა კავკასიურმა» ტელეარხმა. ჯერ კიდევ ახალი წლის ღამეს არხი საცდელ რეჟიმში მუშაობდა, ახლა ის ინტერნეტ ტელევიზიის რეჟიმში მუშაობს, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია მისი თანაგზავრზე გაშვება.

თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ არხი რუსულენოვანი ყოფილიყო და უნდა აღინიშნოს, რომ მისი შექმნა ქართულ პოლიტიკაში განიხილებოდა როგორც საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. არხს გამოეყო 3 მილიონი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ციფრი საკმაოდ სერიოზულია საქართველოსთვის - და, ამას გარდა, სააკაშვილმა პირადად «აკურთხა» მაუწყებლობა საახალწლო ინტერვიუში.

«ინფორმაციას არ აქვს საზღვრები 21-ე საუკუნეში, შეუძლებელია მისი შეჩერება, შეუძლებელია სიმართლის დამალვა. შეიძლება დროდადრო მისი დაფარა, მაგრამ სამუდამოდ არა»,- განაცხადა სააკაშვილმა. მიუხედავად ტელეარხის ანონსირებული კულტურულ-შემეცნებითი ორიენტაციისა, ახლავე გასაგებია, რომ საუბარია ანტირუსულ პროპაგანდისტულ მედიაინსტრუმენტზე. სხვის საინფორმაციო სივრცეში საკუთარი სახსრებით მოქმედება სიახლე არ არის - ზუსტად ამგვარად მოიქცა თავის დროს «ალ-ჯაზირა», როდესაც დაიწყო ინგლისურ ენაზე მაუწყებლობა ამერიკისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

მიუხედავად საიდუმლო არ არის, რომ ახლა საინფორმაციო წყაროებისადმი ინტერესი უზარმაზარი და სწორედ ამ ინტერესით სარგებლობს ახლა ქართული მხარე. არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება სააკაშვილის გამოსვლიდან ზემოთ მოყვანილ ციტატას. ის პრაქტიკულად პირდაპირ ამბობს, რომ თურმე სიმართლის გაგება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აგვისტოს ომზე, შეიძლება მხოლოდ ახალი არხის მეშვეობით.

მსგავსი პრეტენზია მხოლოდ ვიწროდ მოაზროვნე ადამიანებს მიიზიდავს, რომლებსაც არ უყვართ რუსეთი. რაც არ უნდა ითქვას რუსულ ტელევიზიებზე, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მათ არ აქვთ პრეტენზია, რომ მხოლოდ მათ აქვს უმაღლესი ხარისხის სიმართლე.

საკმაოდ დიდ გაუგებრობას იწვევენ ტელეწამყავნებიც. არხზე დისკუსიური გადაცემა «კავკასიური პორტრეტი» მიყავს ჯოხარ დუდაევის ქვრივს ალას. საკმარისია წაიკითხოთ ამ ქალთან ჩატარებული რამდენიმე ინტერვიუ, რომ გაიგოთ, რომ ის ჟურნალისტიც არ არის და არც დისკუსიის წაყვანა შეუძლია.

კიდევ ერი უცნაური პერსონა - ოლეგ პანფილოვი, რომელიც არის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი. შეგახსენებთ, რომ სწორედ პანფილოვი იყო იმ მცირერიცხვოვან რუს ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ხუთ დღიანი ომის დროს საქართველოს მხარეს იჭერდნენ. მოკლედ, ამის გამო მან საკმაოდ მალევე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100