RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მაკკეინი წავიდა, პრობლემები კი დარჩა

13.01.2010  |  14:15

5072.jpegსენატორი ჯონ მაკკეინის ბლიც ვიზიტის კომენტირებისას, საქართველოს პრეზიდენტის პტოპაგანდისტული აპარატი ამ მოვლენას ისე აღწერს, როგორც ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ნიშანს.

«მაკკეინისა და სენატორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია მთელი რეგიონისთვის, რომელიც იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ამერიკის ინტერესი და ყურადღება სამხრეთ კავკასიის მიმართ სულაც არ დასუსტებულა, როგორც ეს ზოგიერთებს ეგონათ»,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.

ასეთი გავლენიანი სენატორის ვიზიტი ყველთვის მნიშვნელოვანია,- იჩქარა განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, მაკკეინი ყოველთვის იყო ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ პროცესებში და იყო ის ხმამაღალი ხმა, რომელიც ყოველთვის ამხნევებდა და მხარს უჭერდა საქართველოს საერთაშორისო არენაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ბოკერიამ აღნიშნა, რომ თბილისტან მეგობრობენ როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატებიც. «ჩვენ მხარს გვიჭერს მთელი პოლიტიკური სპექტრი»,- განაცხადა ქართველმა დიპლომატმა.

ამ აზრთან შეიძლება შედავება, რადგანაც სულაც არ უჭერს ყველა ამერიკელი სენატორი რესპუბლიკელებისგან მხარს საქართველოს პრეზიდენტს.

ამას გარდა, არც უნდა გადავაჭარბოთ მაკკეინის გავლენას ამეიკულ პოლიტიკაში. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამერიკამ ვიეტნამის ომის ვეტერანს აფროამერიკელი ობამა ამჯობინა, რომელიც სააკაშვილის მიმართ სულაც არ განიცდის აღფრთოვანებას.

აშკარაა, რომ მაკკეინის ბათუმში ვიზიტი ავლაბრის რეზიდენციის მფლობელის გმოსაცოცხლებლად იყო დაგეგმილი, ის ამ ბოლო დროს სულ უფრო ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ევროპაში. აღელვებულმა სააკაშვილმა კი მაკკეინს საქართველოს ეროვნული გმირის ჯილდოც გადასცა და ვიეტნამის ომის დროს ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის პილოტის პოსტლეტიც უსახსოვრა. მსგავსი ჟესტი თავის მოწონებას ემსახურებოდა, რადგანაც ამ პისტოლეტის წარმმავლობა საკმაოდ საეჭვოა.

სააკაშვილის თქმით, ქართველმა კომერსანტებმა ის თურმე იყიდეს გორში ერთი რუსი პოლკოვნიკისგან. საკმაოდ უცნაური საჩუქარია. ალბათ არ ღირდა იმ ამერიკელი სენატორისთვის ვიეტნამში ჩამოგდებული პილოტის იარაღის ჩუქება, რომელიც ვიეტნამში ტყვედ იყო ჩავარდნილი. მით უმეტეს, რომ ეს პისტოლეტი ვითომდა რუსი «ოკუპანტისგან» იყო ნაყიდი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100