RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს საამომრჩევლო კოდექსი

13.01.2010  |  14:49

5073.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მოახერხა დაერღვია ახალთახალი საამომრჩევლო კოდექსში, რმელშიც ცვლილებები დეკემბრის ბოლოს შეიტანეს. მიხეილ სააკაშვილს უნდა წარედგინა კანდიდატურები ცსკ-ს თავმჯდომარის პოსტზე ჯერ კიდევ 8 იანვარს, მაგრამ ისე გაწელა ვადები, რომ დღეს დეპუტატებს კანონში ცვლილებების შეტანა მოუხდათ. კიდევ ერთხელ მოირგო მმართველმა უმრავლესობამ საკანონმდებლო ნორმები თავის გემოზე.

სააკაშვილმა როგორც იქნა წარადგინა ცენსტრალური საარჩევნი კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატურა.

ისინი არინ ცსკ-ს მოქმედი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა და ზურაბ ხარატიშვილი, ცსკ-ს იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც 2008 წელს ჩაატარა წინასაარცევნო კამპანიის დროს პოლიტიკური პარტიების ხარჯების მონიტორინგი.

ამ სამი ადამიანიდან ცსკ-ს ოპოზიციურმა ნახევარმა, ანუ 6-მა ადამიანმა, 14 იანვარს უნდა აარჩიოს კომისიის თავმჯდომარე.

თუკი ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდება ხმათა უმრავლესობი, მაში თავის სიტყვას პარლამენტი იტყვის. ცსკ-ს თავმჯსომარის გამოვლენის ბოლო ვადა 21 იანვარია.

ყველა ამ თარიღის დადგენა დეპუტატებს დღეს მოუწიათ, რადგანაც ახალ საამომრჩევლო კოდექსში განსაზღვრული ნორმები პრეზიდენტმა დაარღვია.

პრეზიდენტს კანდიდატები ჯერ კიდევ 8 იანვარს უნდა წარედგინა. თუმცა მას სურდა ეს საკითხი ჯერ იმ არასამათავრობო ორგანიზაციებთან გაერკვია, რომლებიც მას პრეტენდენტების სიას მიაწვდიდნე. ასეთი შეხვედრა კი გუშინ შედგა.

ლევან თარხნიშვილმა აღიარა, რომ ვადებთან დაკავშირებული პროცედურები დარღვეულია, მაგრამ მან ამას «უმნიშვნელო დარღვევა» უწოდა.

«ბუნებრივია, უმნიშვნელო დარღვევა არსებობს, მაგრამ ისეთი არა, რომ მთელი ეს პროცესი ეჭვის ქვეშ დადგეს. ეს იმის ფასი იყო, რომ არჩეულიყო კანდიდატი»,- განაცხადა თარხნიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციასაც მოუწოდა, რომ არ იჩქაროს კანდიდატის დამტკიცებისას. «ჩვენ არ გვსურს პროცესების ხლეოვნურად დაჩქარება. ორი კვირა არაფერს შეცვლის. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, რომ დაისვენოს ახალი წლის შემდეგ და მშვიდ გარემოში მიიღოს გადაწყვეტილება»,- განაცხადა პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს.

ამაზე ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პარლამენტს პატივს არ სცემს.

«არასერიოზულია იმის თქმა, რომ ახალი წელი ხელს უშლის კანონის აღსრულებას»,- აღნიშნა მან.

შედეგად საქართველოს საკანონმდებლო ორგანმ 103 ხმით 1-ის წინააღმდეგ, გამარტივებული წესებით - პირველ და უკანასკნელ მოსმენაზე, მიიღო ცვლილებები საამომრჩევლო კოდექსში, სადაც განისაზღვრა ცსკ-ს თავმჯდომარის არჩევის ახალი ვადები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100