RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული განათლება უკუსვლით წავიდა

14.01.2010  |  14:57

5084.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ ქართულ განათლებაში დასავლური სტანდარტების შემოტანა შეცდომა იყო. მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ კვლავ შემოიტანდა სახელმძღვანელოებით მომაგარეისა და სასწავლო პროგრამების სტრუქტურის ძველ სისტემას, ასევე შემოიღებდა გამოცდებს და საკრედიტო ბარათებით კვებას/ ამას გარდ, პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას - თუმცა, ალბათ უკვე მეგობრებისა მტრების ახლებური გაგებით.

საქართველოს ხელისუფლებამ როგორც იქნა გაიგო, რომ ყველაფერი რაც დასავლეთში ხდება კარგი არ არის. ხუთ წლიანი რეფორმების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ დასავლური სიახლეების შემოტანა შეცდომა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა სკოლის ატესტატების პრესტიჟის დაცემის გამო წუხილი გაუზიარა ბათუმის სკოლების პედაგოგებს.

მან შეცდომა უწოდა იმას, რომ სკოლებში შემოიტანეს სეზონური სწავლება ზოგ საგანში, ანუ როდესაც მოსწავლე ერთი სემესტრი სწავლობს მხოლოდ ფიზიკას, შემდეგი სემესტრი კი ქიმია. გააკრიტიკა გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, მასწავლებელთა ხელფასების განუწყვეტელი ცვლა, სპეცს-სკოების გაუქმება, სასწავლო დაწესებულებები დირექტორთა როტაცია.

განათლების სისტემის გადაწყობა ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო ალექსანდრე ლომაიამ. 2008 წლის ბოლოს ის შეცვალა ნიკა გვარამიამ, რომელიც პრობლემურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წლით გაჩერდა. გასულ სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა კვლავ შეცვალა მინისტრი.

საქართველოს განათლებას, ყველასთვის მოულოდნელად, სათავეში ჩაუდგა დიმიტრი შაშკინი. იმის გარდა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებაში რუსი ხალხის ერთადერთი წარმომადგენელია, მანამდე ის პრობაციის, სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტს იკავებდა, შეთავსებით კი იყო ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე.

არავინ იცის სააკაშვილს ახალმა მინისტრმა ჩააგონა, რომ დასავლეთის მიბაძვა არ ღირს, თუ მას თებერვალში მოსალოდნელი პედაგობებისა და მეცნიერების აქციების შეეშინდა, მაგრამ პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა ნიშნავდა, რომ ყველაფერი ნელ-ნელ უკან დაბრუნდება. მოკლედ, სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ ცვლილებები არ იქნება ძველთან დაბრუნება, უბრალოდ მოხდება არსებულის დახვეწა.

სააკაშვილმა პირობა დადო, რომ შემოიღებენ სტანდარტულ სახელმძღვანელოებს, რომლების გადაეცემა კლასიდან კლასს და მოსწავლეები მათ თავიანთ სკოლებში მიიღებენ. ამას შემოდგომიდან მოითხოვენ ლეიბორისტები, ისინი პრეზიდტს ახსენებდნენ იმ ოჯახებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ბავშვებისთვის სახელმძღვანელოების ყიდვა.

პრეზიდენტი მოსწავლეეის კვებითაც დაინტერესდა. სასადილოების საკვებით მომარაგება, მისი თქმით, ახლა ნაცნობობით ხდება. არადა საჭიროა, რომ «ამ საკითხით დაკავდნენ მსხვილი კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან საკვების ხარისხზე».

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100