RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოთხიანი თავისუფლებისთვის

14.01.2010  |  16:46

5087.jpegპოსტსაბჭოთა სივრცის პრესაში, უკვე მეორე დღეა, აქტიურად განიხილება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Freedom House-ის ყოველწლიური მოხსენება, მსოფლიოში სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. Freedom House-ის თანამშრომლებმა 194 ქვეყანაში და რიგ „განსაკუთრებულ ტერიტორიებზე - ანუ სახელმწიფო წარმონაქმნები, ვისი სტატუსიც უფლებათა დამცველებს სადავოდ მიაჩინიათ, მათ შეაფასეს სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლების დონე. შეფასება ტრადიციულად მიმდინარეობდა ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორებიცაა: საარჩევნო პროცესი, ქვეყნის მართვა, ქალების უფლებები, მასმედიის თავისუფლების და მოქალაქეთა ძირითადი უფლებები. შეფასების შედეგების მიხედვით ქვეყნები მოხვდნენ „თავისუფალი", „ნაწილობრივ თავისუფალი" და „არათავისუფალი" სახელმწიფოების სიაში. ქულების დათვლა 1-დან 7-ამდე შკალის მიხედვით წარმოებდა, სადაც 1 - თავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიმდინარე წელს საქართველოს მდგომარეობა არ შეცვლილა - მას ძველებურად 4 ქულა მიანიჭეს, რაც „ნაწილობრივ თავისუფალი" სახელმწიფოების კატეგორიაში მოხვედრას ნიშნავს. ადრე, 2007 წელს, საქართველო „თავისუფალ" ქვეყანად ითვლებოდა 3 ქულით - მაგრამ, Freedom House-ის რეიტინგებში მისი ვარდნა, იმავე წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენების საფუძველზე მოხდა. როგორც იტყობინება პოლიტ.რუ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „საქართველო ერთერთი პირველი იყო ფერად რევოლუციებში და ნათელ წერტილს წარმოადგენდა, ყოფილი საბჭოთა კავშირშის ტერიტორიაზე; მისი არასტაბილური კურსი, რუსეთთან 2007 წლის აგვისტოს ომის განსაკუთრებული მდგომარეობის ჩათვლით, უკანასკნელი ორი წლის ყველაზე შემაშფოთებელი მოვლენების რიგშია". ამერიკელი სამართალდამცავების შეხედულებით, შარშან საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, საქართველო აღარ არის ელექტორალური დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ამგვარად, ფრიად ბუნდოვანია იმის პერსპექტივა რომ, საქართველო მომავალშიც შეინარჩუნებს თავის „ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნის პოზიციას. თუმცა, კი ეს სულაც არ უშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებას იზეიმოს, იმ მიზეზით, რომ რუსეთი ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი, ძველებურად „არათავისუფალი" ქვეყნების სტატუსს ინარჩუნებენ. რას იძლევა ეს ციფრები, იმის გარდა რომ უპირატესობის და მნიშვნელოვნების შეგრძნებას ბადებენ - სრულიად გაუგებარია. ვინაიდან, მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც რეიტინგზე ახდენენ გავლენას, ფრიად სუბიექტური გახლავთ. შეიძლება თუ არა, რომ Freedom House-ის მონაცემები გარკვეულ წილად მაინც, რეალობასთან მიახლოებულად ჩავთვალოთ? ალბათ არა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100