RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოთხოვნა ერთია - თავისუფლება

14.01.2010  |  23:20

5091.jpegხვალ ბრიუსელში, ბერლინში, მოსკოვსა და ცხინვალში ჩატარდება აქციები, საქართველოს ციხეებიდან ოსი პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით. ორგანიზატორები არიან: ტყვეების ნათესავები, ოსური დიასპორის ორგანიზაცია „ალან ნიხას" და გერმანიის პარტია Die Linke (მემარცხენეები), გერმანულ-ოსურ კულტურულ ცენტრთან ერათად. აღსანიშნავია, რომ ბელგიაში ევროპული კომისიის შენობასთან შეკრებილი ადამიანები, აპირებენ ევროკავშირის პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეიუს, გადასცენ პეტიცია დასავლეთისადმი მოთხოვნით, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადამიანების განთავისუფლებაში, რომელთა რაოდენობაც საქართველოს ციხეებში ოფიციალური ცხინვალის მონაცემებით, დაახლოებით ორმოცს აღწევს.

ხვალისათვის დაგეგმილი აქციის მონაწილეები, იმედოვნებენ რომ, ევროკავშირის ყურადღებას მიაპყრობენ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც დასავლეთი დღემდე არ იმჩნევს.

არც ისე დიდი ხნის წინ, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი აცხადებდა, რომ თბილისს, ახალგაზრდა რესპუბლიკის, დაახლოებით ორმოცი მოქალაქე ჰყავს დაპატიმრებული. და მიუხედავად საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე მდგომარეობის ნორმალიზაციის მიზნით, ერგნეთში ჩატარებული მოკლაპარაკებებისა, თბილისი არ აპირებს ტყვეების განთავისუფლებას.

უფრო მეტიც, ინციდენტები საზღვარზე ადამიანების გატაცებით, ახლაც გრძელდება. ყველაზე „ახალი" შემთხვევაა - გენადი პლიევის გაუჩინარება, რომელიც თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, იანვრის დასაწყისში ხუთკაციანმა ჯგუფმა გაიტაცა.

ცხინვალს მობეზრდა თბილისთან უშედეგო საუბარი და გადაწყვიტა პირდაპირ მიემართა ევროკავშირის დამკვირვებლების მისიისათვის საქართველოში. რომელიც, სამხრეთ კავკასიიდან გაეროსა და ეუთოს მისიების წასვლის შემდეგ, ერთადერთი ორგანიზაციაა რომელიც რეგიონში სამშვიდობო საქმიანობას ეწევა. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარის და გასაოცრად, დასავლელმა მისიონერებმა განაცხადეს, რომ თითქოს და პლიევმა ნაბაყოფილობით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და საკუთარი სურვილით შემოვიდა ქვეყანაში. ამასთან ერთად, ევროკავშირის მისიის შტაბის ხელმძღვანელმა ფიშერმა მოხერხებულად აუარა გვერდი იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გატაცების ადგილზე, აღმოჩენილია სისხლის კვალი.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადამინის უფლებების დარგში უფლებამოსილი წარმომადგენლის დავით სანაკოევის მოწოდებას, ბრიუსელშიც არ გამოეხმაურენ. რომელმაც საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართა, თხოვნით: მიიღონ გადამწყვეტი ზომები თბილისზე გავლენის მოსახდენად, უკანონოდ დაკავებული რესპუბლიკის მოქალაქეების განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

ამის მაგივრად, მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ხაბერმა განაცხადა, რომ გატაცებულთა საკითხი განხილული იქნება ერგნეთის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმების შემუსავები ჩარჩოებში ტარდება და მასში მონაწილეობენ საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100