RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველების ახალი თავგადასავლები უკრაინაში

19.01.2010  |  10:21

5110.jpegქართველ დამკვირვებლებზე გავრცელებული ისტორია კიდევ უფრო მწვავდება. მიუხედავად საარჩევნო კომიტეტის უარისა, ქართული დელეგაცია 400 კაცით მაინც ჩავიდა რესპუბლიკაში. საარჩევნო პროცესის დროს ეგრეთ წოდებულმა «დამკვირვებლებმა» თავი გამოაჩინეს, თანაც არც თუ ისე კარგი მხრიდან. არჩევნების წინასწარი შედეგები მიხევით, ქართველი სტუმრების დარჩენილ ნაწილს კიდევ ექნება შანსი სხვებს უყურონ და თავიც გამოიჩინონ.

უკრაინაში სულაც არ იწვოდნენ ქართველი დამკვირვებლების ნახვის სურვილით. ადგილობრივი საარჩევნო კომიტეტი მათ რეგისტრაციაზეც კი ეუბნებოდა უარს და კომპრომისული ვარიანტიც კი გვერდზე გადადო, რომლის თანახმადაც ქართული დელეგაცია 2000 ადამიანიდან 400-მდე შეამცირეს. ექსპერტების აზრით, მხოლოდ თბილისია მოვლენების ასეთ განვითარებაში დამნაშავე - დოკუმენტები, რომლებიც 1600-მა ადამიანმა არასწორად შეავსო, რეგისტრაციის ბოლო დღეს გადასცეს დამკვირვებლებს.

საქართველოს წარმომადგენლების უკმაყოფილერბა კიევის სასამართლოში სარჩელის შეტანით დასრულდა. სასამართლომ საარჩევნო კომისიას დაავალა, რომ კიდევ ერთხელ გადაეხედათ ქართველების რეგისტრაციისთვის. თუმცა ვერც საკითხის განმეორებითმა განხილვამ გამოიღო შედეგი - დამკვირვებლებმა კვლავ უარი მიიღეს.

მიუხედავად ამისა, რიცხოვრიბად შეკვეცილი დელეგაცია მაინც ჩავია უკრაინაში. დიდი განსახილევვეი თემაა, იყვნენ თუ არა ამ ადამიანებს შორის პროფესიონალი დამკვირვებლები. საქმე ისაა, რომ უკრაინის რეგიონების პარტიის წარმომადგენლებმა ცსკ-ში განაცხადეს: იმ ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც იყვნენ საქართველოს მხრიდან წარდგენილები, როგორც საერთაშორისო დონის დამკვირვებლები, არ მუშაობენ მათ მიერ მითითებულ ადგილებზე, არ აქვთ არანაირი რეგისტრაცია გავლილი და გარკვეული საცხოვრებელი ადგილი, ასევე არ აქვთ საერთაშორისო დამკვირვებლების სახით კამპანიებში მონაწილეობის გამოცდილება.

ცეცხლზე ნავთი დაასხა ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ ბროდსკის განცხადებამ. მან თქვა, რომ ქართული დელეგაციის წევრები არიან ბოევიკები, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ იულია ტიმოშენკოს არჩევნებში დამარცხების შემტხვევაში. ბროდსკის თქმით, მას ხელში ჩაუვარდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ქალი, რომელსაც ტიმოშენკოს მსგავსი ხმა აქვს, ესაუბრება მამაკაცს, რომლის ხმაც მიხეილ სააკაშვილისას წააგავს. ისინი საუბრობენ უკრაინაში არჩევნების ჩაშლაზე საქართველოდან 3000-ზე მეტი ბოევიკის ჩაყვანის გზით, რომლებიც ქვეყანაში დამკვირვებელთა სტატუსით უნდა ჩავიდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100