RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

წარსულის დავიწყება

19.01.2010  |  10:24

5111.jpegგასულ კვირას, ვიქტორ იუშენკომ უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის უკანასკნელ დღეებში, ხმამაღალი განცხადება გააკეთა. 14 იანვარს, მან პრესას განუცხადა, რომ აპირებას საერთაშორისო ტრიბუნალის ინიცირება მოახდინოს, კომუნიზმის ბოროტმოქმედებებზე. კერძოდ, იუშენკომ განაცხადა, რომ ამ განცხადებით მიმართავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც, მისი აზრით, კომუნისტური რეჟიმების მხრიდან დაზარალდნენ. საკმაოდ ფართოდ მოაზროვნე უკრაინის პრეზიდენტი, ვარაუდობს რომ, ამგვარი ორგანოს შექმნისას უნდა დაეყრდნონ ნიუნბერგის ტრიბუნალის მიერ, ფაშისტური გერმანიის გასამართლების პრეცედენტს. ის, იუშენკოს შეხედულებით „სტალინის ტოტალიტარული რეჟიმისათვის განაჩენის გამოტანის საფუძველი უნდა გახდეს, რომელიც გერმანიის ნაცისტური რეჟიმის შემომქედი, სულისჩამდგემლი და მასწავლებელი გახლდათ. გასული საუკუნის 30-იან წლებში, ხომ სწორედ მისი მხარდაჭერით მოხდა გერმანიის სამხედრო პოტენციალის აღორძინება და ჩამოყალიბება".

აშკარაა რომ, უკრაინის პრეზიდენტმა რევიზიონიზმის ხარისხით, ერთბაშად ყველა ისტორიის ფალსიფიკატორის უკან ჩამოტოვება შეძლო. აქამდე ვერავინ ვერ შეძლო იმის მოფიქრება, რომ გერმანიის ნაცისტური რეჟიმი, სტალინის მიერ იყო შექმნილი. გიტლერს, ამგვარი რამ რომ მოესმინა - ალბათ კიდევ ერთხელ მოიწამლავდა თავს. შენიშვნის სახით დავამატებთ, რომ იუშენკოს განცხადება ცარიელ ადგილზე არ გაჩნდა - ახლახანს კიევის სააპელაციო სასამართლომ გაახმოვანა გადაწყვეტილება „შიმშილით განადგურების საქმის" შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, დამნაშავეებად „1932-1933 წლების შიმშილით ამოხოცვის-გენოციდის ორგანიზებაში" დამნაშავეებად სცნეს სსრკ-ს და უსსრ-ს იმ დრინდელი ლიდერები - სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და მრავალი სხვა. საბედნიეროდ, სასამართლომ საქმე სრულ აბსურდამდე აღარ მიიყვანა და საქმე დახურა, ბრალდებულთა გარდაცვალების გამო.

თითქოს და ამგვარი ინიციატივა პირველ რიგში ბალტიისპირეთს და პოლონეთს უნდა აეტაცებინა, რომლებიც დიდი ხანია დაჟინებით მოითხოვენ კომუნიზმის გაკიცხვას - თუმცა, მათ ქართველმა პოლიტიკოსებმა დაასწრეს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „სწორედ კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაამხო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა 1921 წელს", როდესაც მე-11 არმია შემოიყვანეს თბილისში და ჩაკლეს ახალგაზრდა ქართული დემოკრატია. მისი შეხედულებით, „წითელი ტერორის" შედეგად, საქართველოში დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანი გაანადგურეს - პირველ რიგში საქართველო ინტელიგენცია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100