RSS
на русском en in english
19.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო - დსთ: არასოდეს თქვა „რასოდეს“

20.01.2010  |  09:06

5123.jpeg22 იანვარს, საქართველოს პარლამენტი ოფიციალურად ტოვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პარლამენტთაშორის ასამაბლეას (დსთ). თბილისი, საკუთარი გადაწყვეტილების მოტივაციას იმით ახდენს, რომ ასამბლეა ყოველთვის მხოლოდ ფორმალური და უფუნქციო სტრუქტურტა იყო. აღსანიშნავია, რომ დსთს-თან სამუდამოდ გაყრის შემდეგ, საქართველო იმედოვნებს, რომ თანამეგობრობის ჩარჩოებში დადებულ 75-ამდე მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებაში დარჩება. კანონზომიერია, რომ იბადება შეკითხვა: რატომ და რაც მთავარია ვის გამო ახდენს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, დსთ-სგან საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას?

როგორც ცნობილია, საქართველო დსთ-ს შემადგენლობაში 1994 წელს შევიდა. თბილისში სერიოზულ იმედებს ამყარებდნენ, რომ თანამეგობრობის წევრობა მათ მისცემდათ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას, რომლებიც უკვე მაშინ მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას.

ამის და მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, საქართველომ მკვეთრად შეცვალა გარეპოლიტიკური ვექტორი და ამერკიული ინტერესების გამტარებელად იქცა სამხრეთ კავკასიაში. შედეგად, 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო, თბილისში დსთ-დან გამოსვლის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, იმ საბაბით, რომ რუსეთმა - საქართველოსთან ომის შემდეგ, აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

რამდენიმე ხანში, ევროკავშირმა განაცხადი გააკეთა „აღმოსავლური პარტნიორობის" პროგრამის შექმნის შესახებ, რომელიც საკუთარი არსით, დსთ-ს პირდაპირი კონკურენტია. როგორც ცნობილია, ამ პროექტის დახმარებით ევროაკავშირი იმედოვნებს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს სსრკ-ს ყოფილ ექვს რესპუბლიკასთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან. ფინანსური მოგების გარდა, ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნის შეთანხმებას და სავიზო რეჟიმის გამარტივებას დაჰპირდნენ. გასული წლის მაისში, მიხეილ სააკაშვილი უკვე ირწმუნებოდა, რომ საქართველო საბოლოოდ გამოვიდა დსთ-დან და ახლა მისი „ბუნებრივი პარტნირი" ევროკავშირი გახდა.

უნდა ითქვას, რომ თბილისს „თავისუფალი ვაჭრობა" ევროპასთან არც თუ ისე სახარბიელოდ გამოსდის - შესაბამის პროექტზე მუშაობა, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროპაში, ქართველი მიგრანტების მიერ პოლონეთში მატარებლის გატაცების ფაქტი, ბრიუსელს აიძულებს გადაწყვეტილების მიღებამდე, კიდევ ათასჯერ დაფიქრდეს ამ საკითხზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100