RSS
на русском en in english
17.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისის მერმა უკან დაიხია

20.01.2010  |  09:07

5124.jpegთბილისის მერმა გიგი უგულავამ უარყო საკუთარი სიტყვები. როგორც ცნობილია, ამ დღეებში ქალაქის თავკაცმა განაცხდა, რომ საქართველო მზადაა უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, თუ კი რუსეთი საკუთარ ჯარებს გაიყვანს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. თუმცა, ახლა უკვე უგულავა ამტკიცებს, რომ მისი ინტერვიუ გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს, რის გამოც დამახინჯებულია ნათქვამის არსი. თავად გამომცემლობაში კი, ამბობენ, რომ შეცდომის ალბათობა გამორიცხულია.

ამ დღეებში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ ინტერვიუ მისცა „რუსულ Newsweek"-ს. მან განაცხადა, რომ დროა მეორე პლანზე გადაინაცვლოს საქართველოს პრეზიდენტისა და რუსეთის პრემიერის პირადმა უთანხმოებამ და ხაზგასმით აღნიშნა: თუ კი რუსეთი გაიყვანს საკუთარ ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, მაშინ საქართველო უარს იტყვის ნატოში შესვლაზე, ხოლო რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები დარეგულირდება. „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მითუმეტეს რომ, რუსეთის ბაზარი უკვე დიდი ხანია დაკეტილია ქართული პროდუქციისთვის".- განაცხადა ქალაქის თავკაცმა.

თუმცა კი, ოდნავ მოგვიანებით საქართველოს დედაქალაქის მერია განცხადებით გამოვიდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ინტერვიუ უზუსტობებს შეიცავს. „უგულავას დაუშვებლად მიაჩნია რაიმე სახის „ვაჭრობის" წარმოება, საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებულ კურსზე, რომელსაც მხარი დაუჭირა ქვეყნის მოსახლეობამ, ორი წლის წინ ჩატარებულ რეფერენდუმზე".- სააგენტო „ინტერპრესნიუსზე" დაყრდნობით, მოჰყავს განცხადების ტექსტი გაზეთ „ვზგლიადს". დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უგულავა არ არის კომპეტენტური, განიხილოს ამგვარი საკითხები. პირადად ის, ნატოში გაწევრიანების მომხრეა და ამ სერიოზულ ნაბიჯს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად ელემენტად თვლის.

საინტერესოა, რომ თავად „რუსულ Newsweek"-ში დაჟინებით აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ თბილისის მერმა, ნამდვილად ისაუბრა იმის შესაძლებლობაზე, რომ საქართველომ უარი თქვას ნატოში შესვლაზე, ახალგაზრდა რესპუბლიკებიდან რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანის შემთხვევაში. „ყოველივე ის, რაც მერმა განაცხადა ინტერვიუში, ეს ნამდვილად მისი სიტყვებია, იმ მომენტისათვის ასეთი იყო მისი პოზიცია",- შეატყობინება რადიოს „ეხო კავკაზა", ინტერვიუს ავტორმა ელიზავეტა მაეტნაია. მისი თქმით, უგულავასთან საუბარს, მერის პრეს-მდივნიც ესწრებოდა და კიდევ უფრო მეტიც, შენახულია ინტერვიუს ჩანაწერიც.

თუ კი ვიმსჯელებთ იმ მიზეზებზე, რამაც აიძულა უგულავა საკუთარ სიტყვებზე უარი ეთქვა, პირველი რაც მოგაფიქრდება ეს - ამჟამინდელი საქართველოს მმოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსია, რომლის თანახმადაც ქვეყანა რეფორმებს ატარებს, ნატოსთან თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმის ჩარჩოებში. ხოლო უგულავა, ცნობილია რომ, მიხეილ სააკაშვილის დაახლოებულ პირთა წრეში შედის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100