RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ერთი პრეზიდენტის თეატრი

21.01.2010  |  09:23

5134.jpegსაქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად ყოველდღე ამტკიცებს, რომ არის რეკლამირებისა და პროპაგანდის სფეროს ოსტატი. პიარი თან ახლავს მიხეილ სააკაშვილის თითქმის ყველა ნაბიჯსა და განცხადებას. მასზე დაფუძნებულია ამ ბოლო დროს მისი გახშირებული ვიზიტები ქვეყნის რეგიონებში. ქართული ტელეკომპანიები, რომლებიც თანხლებას უწევენ პრეზიდენტს ამ მოგზაურობებში, ამზადებენ ზუსტ რეპორტაჟებს ამ თემებზე და მას ყველა საინფორმაციო გამოშვებაში ატრიალებენ მთელი დღის და შემდეგი დილის განმავლობაში. პრეზიდენტის ვიზიტები რეგიონში წინასწარ არ ცხადდება და დარჩენილი პრესის წარმომადგენლებიც მათ შესახებ მხოლოდ ცენტრალური ტელეკომპანიების ეთერების მეშვეობით იგებენ.

ამასობაში ამ ვიზიტებისთვის თავად რეგიონები გულდასმით ემზადებიან. პრეზიდენტთან შეხვედრი უფლებას მხოლოდ წინასწარ შემოწმებულ და მომზადებულ პირებს აძლევენ. მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი გახდა ჟურნალისტური ტელეკომანია «კავკასიის» გადაცემა «კვირის რეპორტაჟი», რომლის წამყვანმა ნანა ლეჟავამაც მაყურებელს მოუთხრო გურიაში მოწყობილი კალანდობის ამბავი, სადაც სააკაშვილის მონაწილეობდა.მიხეილ სააკაშვილი გურიაში ძველით ახალ წლამდე ჩავიდა, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშანვდნენ თავიანთ ტრადიციულ ზეიმს კალანდობას.

როგორც ცენტრალური და ხელისუფლების მიერ კონტრლირებადი არხები იუწყებოდნენ, სააკაშვილი იყო სოფელ ცრემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახში, ასევე შეხვდა სხვა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც. ტელეკომპანიებმა აჩვენეს მდიდრული სუფრა, თუ როგორ აცხობდნენ გლეხები გურულ ღვეზელებს, როგორ უმასპინძლდებოდნენ პრეზიდენტს თავიანთი დაწურული ღვინით. სახლების სათავსოები ვეღარ იტევდა როდუქტებს. პრეზიდენტმა ყველა კერძი გასინჯა და გურულებს გზების გარემონტებს შეპირდამ თუმცა არც ერთ ტელეარხს არ უჩვენებია, თუ რა მდგომარეობაშია ახლა იქ გზები.

პრეზიდენტის კვალს დაადგა დამოუკიდებელი, ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხი «კავკასიის» გადამღები ჯგუფი, რომელმაც გაარკვია ამ ვიზიტის მთელი რიგი დეტალები. ძირითადად ჯგუფი იუწყებოდა, რომ პრეზიდენტი არავითარ ოჯახში არ ყოფილა. სინამდვილეში ის მიიღეს ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობებმა, რომლებიც ხელოვნურად თამაშობდნენ მითითებუ როლებს. თანაც ითამაშეს ერთხელ კი არა - სამჯერ. პირველად პარლამენტის დეპუტატი მარიკა ვერულაშვილისთვის, მეორედ - სააკაშვილისთვის, მესამედ კი ტელეკომპაიების გადამღები ჯგუფებისთვის. ყველა საკვები მარაგი, რომლებიც აჩვენეს კადრებში, იმ სახლში გაჩნდა პრეზიდენტის ჩამოსვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე და სტუმრების წასვლისთანავე გაუჩინარდა. ტელეკომპანია «კავკასიის» კამერამ გადაიღ სულ სხვნაიარი ცრემლისხიდი, თავისი დანგრეული გზებით, ღარიბული სახლებით, უკმაყოფილო მაცხოვრებლებით და ოპოზიციის აღშფოთებული წარმომადგენლებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100