RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთი აგრძელებს საქართველოს დახმარებას

21.01.2010  |  09:39

5137.jpegსაქართველოს ნაციონალური ბანკის ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები რესპუბლიკაში, სტატისტიკურად გასული წლის დეკემბრის განმავლობაში, გაიზარდა ნოემბრის თვესთან შედარებით 24 მილიონი დოლარით და 96 მილიონი შეადგინა. ამასთან ერთად, ამ თანხის ნახევარი - 52 მილიონი დოლარი - რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილებია. რომელიც ნოემბერთან შედარებით 13 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამგვარად, მიუხედავად შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებისა და პოლიტიკური კონტაქტების არ არსებობისა, მოსკოვი აგრძელებს თბილისის დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ მხოლოდ 8 მილიონი გადაირიცხა, ხოლო რუსეთში საქართველოდან თითქმის 4 მილიონი დოლარი გადაიგზავნა.

ერთი წლის წინ უცხოური გადმორიცხვები საქართველოში 13 მილიონით მეტი იყო, ხოლო იგივე მაჩვენებელი რუსეთიდან - 22 მილიონით აღმეატებოდა. ამის და მიუხედავად, ამჟამინდელი სტატისტიკური მონაცემები იმაზე მეტყველბს, რომ ფულადი გადმორიცხვები საქართველოში ნელა, მაგრამ იზრდება. ეს გასაკვირიც არ არის - დღესდღეისობით რუსეთში მილიონნახევარი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ ნათესავებს ეხმარებიან ამ რესპუბლიკაში.

აგვისტოში, ფონდის „რუსი და ქართველი ხალხების ერთობის" პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა განაცხადა, რომ საქართველოს ბიუჯეტის მესამედი, რუსეთში არსებული დიასპორის ფულადი გადარიცხვებით ფორმირდება. „საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად არ ფიქრობს ქართულ დიასპორაზე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, საერთოდ არ დაფიქრებულა რაციონალურად გამოეყენებინა მისი პოტენციალი და ყველა ქართველს ვისაც სურდა საკუთარი სამშობლოსთვის რაიმე კარგის გაკეთება, შპიონს ან აგენტს უწოდებდნენ".- აცხადებდა მაშინ ხომერიკი. მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არ არის დაინტერესებული რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენით, იმიტომ რომ ამას კარნახობენ მათ, ამერიკელი პატრონები.

ამასთან დაკავშირებით ხომერიკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა ინტერესი რუსეთს უკავშირდება, სულიერი და კუტურული კავშირები, ასევე სამუშაო ადგილები. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რა დაძაბულობის ხარისხს რუსეთთან მიმართებაში, ამით მხოლოდ და მხოლოდ აუარსებს სიტუაციას, რომელსაც დღესდღეობით საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევამდე მიჰყავს ქვეყანა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100