RSS
на русском en in english
20.08.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კავკასიას ხლოპონინის იმედი აქვს

25.01.2010  |  09:31

5155.jpegრუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა წინა კვირას, ხელი მოაწერა ჩრდილო-კავკასიური ფედერალურო ოლქის შექმნის განკარგულებას. მის თავკაცად კი, ახლა უკვე კრასნოიარსკის მხარის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე ხლოპონინი დანიშნა, რომელიც ამასთან ერთად მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გახლავთ. მას რამოდენიმე ამოცანა დაეკისრა, მათ შორის - ძალოვანებთან მუშაობა, საბიუჯეტო სახსრების კონტროლი და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდება უმუშევრობისა და მექრთამეობის პრობლემების მოგვარება. ამ დღეებში ხლოპონინმა მოინახულა რეგიონი და მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა მის დანშნვა საკმაოდ ცივად მიიღეს, მაგრამ კავკასიაში ახალი ოლქის ხელმძღვანელად მხარი დაუჭირეს.

როგორც ცნობილია, ჩრდილო-კავკასიური ოლქის შემადგენლობაში შევა: დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალკარეთი, ყარაჩო-ჩერქეზეთი, ჩრდილო ოსეთი, ჩეჩნეთი და სტავროპოლის მხარე. ამ არამშვიდი რეგიონების პრობლემები დიდი ხანია ცნობილია - ეს პირველ რიგში, უმუშევრობა, კორუფცია და კლანურობაა. აღსანიშნავია, რომ ხლოპონინმა პირველ რიგში ადგილობრივ ხელისუფლებას, ოლქის განვითარების კომპლექსური პროგრამის შემუშავებას დაჰპირდა და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში ფინანსების მოზიდვის პრობლემა არ იქნება.

საფიქრებელია, რომ ჩრდილო ფედერალური კავკასიური ოლქის ხელმძღვანელად სწორედ ალექსანდრე ხლოპონინის არჩევა, რამოდენიმე მნიშვცნელოვანი მომენტითაა განპირობებული. პირველი ისაა, რომ ის კარგი მმართველი და დიპლომატია. მეორეს მხრივ კი, ხლოპონინი ფინანსურად უზრუნველყოფილია, არასოდეს ყოფილა ამ რეგიონში და არ უკონტაქტია მის წარმომადგენლებთან.

კავკასიაში ხლოპონინი დიდი ზარზეიმით მიიღეს. ახლა მუდმივ წარმომადგენელზე, ახალი ოლქის შემადგენლობაში შემავალი ყოველი ტერიტორიული ერთეული, საკუთარ იმედებს ამყარებს.

მაგალითად, ადიღეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ტხაკუშინოვმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე ხლოპონინს საკმარისი უფლებამოსილებები ექნება რათა მოაგვაროს ჩრდილო-კავკასიის რეგიონის პრობლემები, რაც დაკავშირებულია რეგიონის კრიმინოგენულ სიტუაციასთან, უმუშევრობასთან და მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობასთან.- გადმოსცემს რია ნოვოსტი. „ის ფაქტი, რომ ქვეყნის თავკაცის არჩევანი ალექსანდრე ხლოპონინზე შეჩერდა, რომელმაც ეფექტური მენეჯერის რეპუტაცია მოიპოვა, ეკონომიკური მეთოდების პრიორიტეტულობაზე მეტყველებს. ჩრდილო კავკასიის ნაციონალური რესპუბლიკების ახალ ფედერალურ ოლქში თუ როგორი სიტუაცია იქნება, ამას უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება რუსეთის მთელი სამხრეთისთვის.- განაცხადა ადიღეს მეთაურმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100