RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი არ ჩქარობს საზღვრის გახსნას

25.01.2010  |  09:33

5156.jpegაფხაზეთის ქალაქ გალში, ქართულ-აფხაზურ საზღვრებზე ინციდენტების თავიდან აცილების და გამოძიების მექანიზმების შემუშავების ჩარჩოებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა, საქართველოს, აფხაზეთის, რუსეთის, გაეროსა და ევროკავშირის მონაწილეობით. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საზღვრების გადალახვის რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობები. თბილისმა წინადადება წამოაყენა განახლდეს ენგურის ხიდზე, ორი ქვეყნის პოსტებს შორის უფასო ავტობუსის გადაადგილება, თუმცა, სოხუმის აზრით, ამგვარი ნაბიჯი გადადგმა, მოცემული მომენტისათვის უბრალოდ შეუძლებელია.

როგორც ცნობილია, აფხაზეთსა და საქართველოს შორის საავტობუსო მიმოსვლის აღდგენის საკითხი არერთხელ იქნა დასმული ქართული მხარის მიერ, მაგრამ სოხუმში თვლიან, რომ ამჟამინდელი სიტუაცია არ არის სახარბიელო ამისთვის, ვინაიდან საზღვარი ჩაკეტილია. „ როდესაც სახელმწიფოებრივ დონეზე გაირკვევა ურთიერთობები აფხაზეთსა და საქართველოს შორის, მაშინ განვიხილავთ ჩვენ მათთან ყველა საკითხს, - აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ციტირებასა ახდენს იტარ-ტასსი. - თბილისთან შემდგომი ურთიერთობები მხოლოდ მაშინ შეიძლება განვიხილოთ, როდესაც საქართველო მზად იქნება კონსტრუქციული საუბრისთვის.". დიპლომატის სიტყვებით, თბილისის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთი „ოკუპირებული ტერიტორიაა" და მზადდება რაღაც პროექტები მისი დეოკუპაციისათვის, ამ ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან საგნობრივი საუბრის შეუძლებლობის მაჩვენებელია. თავის მხრივ, საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მარტიდან შესაძლებელია მაინც გაუქმდეს გადაადგილება ქართულ-აფხაზურ საზღვარებს შორის.

გალში, აფხაზეთმა და საქართველომ განიხილეს ხომალდ „BUKET"-თან დაკავშირებული ინციდენტი, რომლიც ქართველმა მესაზღვრეებმა ჩაიგდეს ხელთ. სოხუმი, რომელმაც ჯერ კიდევ შემოდგომაზე ვერ მიიღო საკმაო ოდენობის საწვავ-საპოხი მასალა, ტვირთის და გემის დაბრუნება მოითხოვა. აფხაზი დიპლომატების თქმით, ისინი საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, არ აპირებენ დღის წესრიგიდან მის მოხსნას.

შეხვედრის თავმჯდომარე, გაეროს წარმომადგენელმა მარკო ბიანჩინიმ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრამ ძალიან კოსტრუქტიულად ჩაიარა. მისი სიტყვებით, ხუთმხრივი შეხვდრები ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩარჩოებში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის. „ მე ვთვლი, რომ ჩვენ კარგი საფუძველი ჩავუყარეთ მომავალ ერთობლივ მუშაობას".- განაცხადა მან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100