RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მეორე დუბლი?

25.01.2010  |  09:36

5157.jpeg25 იანვარს იხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. როგორც ცნობილია, საშემოდგომო სესიის ფარგლებში ასამბლეამ არ დაუჭირა მხარი რადიკალურად განწყობილი პარლამენტარების შეთავაზებას იმის შესახებ, რომ რუსეთისთვის ჩამოერთმიათ ხმის მიცემის უფლება აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობის გამო. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი ახლაც დადგება.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება ხმის მიცემაში. ევროპარლამენტარების უმეტესობა ამის მომხრე აღმოჩნდა. რუსეთისთვის ხმის მიხემის უფლების ჩამორთმევის იდეა ევროპარლამენტში ქართულ იმხარის მიერ იყო შეტანილი და მას 20-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ასამბლეაში ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის უფლებამოსილებების შენარჩუნება საშუალებას მიცემს რუსეთის ხელისუფლებას შევიდეს დიალოგში ყველა იმ საკითხის განსახილველად, რომლებიც მოხსენიებული იყო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი ომის შედეგების შესახებ.

ზამთრის სესიაზე მოვლენების მსგავს განვითარებას არ გამორიცხავს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩოვი. მისი თქმით, «ქართული დელეგაციის დესტრუქციული მცდელობები, რომ ბოლო წამს «შეაკვეხოს» სამხრეთ ოსეთის საკითხის განხილვა, მათ შორის რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებების საკითხიც», შეიძლება განახლდეს იავარში. კოსაჩოვმა ხაზი გაუსვა, რომ რთულია ამის თაობაზე რაიმე პრგნოზების გაკეთება, თუმცა დარწმუნებულია, რომ «დესტრუქციული ხაზი, როგორც ადრე, ვერ იპოვის მხარდაჭერას ასამბლეის უმეტეს წევრებს შორის». თავის მხრივ ქართული დელეგაციის წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია კვლავ ეცდება გაამახვილოს ასამბლეის ყურადღება იმაზე, რომ რუსეთმა არ შეასრულა ამ ორგანიზაციის მიერ დაწერილი რეზოლუცია.

როგორც ცობილია, საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, რუსეთმა არ შეასრულა უმეტესობა მოთხოვნებისა. დასავლეთის აზრით, მოსკოვი ვალდებულია შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი დოკუმენტის ყველა პუნქტი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტად ეხებოდა და მას ხელი მოაწერეს მედვედევმა და სარკოზიმ, ასევე რუსეთმა უზრუნველყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებელთა დაშვება.

თუმცა რუსული მხარის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა ბოლომდე შეასრულა მედვედევი-სარკოზის გეგმის ყველა პუნქტი. «რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ არ არის კამათის მიზეზი, რადგანაც ეს გადაწყვეტილება იძულებითი იყო,- აღნიშნა 2008 წლის ნოემბერში დიმიტრი მედვედევა.- ჩვენ სრულფასოვან ურთიერთობებს განვავითარებთ საერთაშორისო სამართლის ამ სრულუფლებიან სუბიექტებთან». რაც შეეხება საერთაშორისო მისიების დაშვებას რესპუბლიკებში, ამ მომენტში კავკასიაში ფუნქციონირებს მხოლოდ ევროკავშირის მისია საქართველოში, რომლის უფლებამოსილებებიც, მოსკოვის აზრით, არ ვრცელდება სოხუმსა და ცხინვალზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100