RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალს უვარგისი წამლებით ეხმარებოდნენ

25.01.2010  |  09:39

5158.jpegსამხრეთ ფედერალურ ოლქში შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ასტრახანის აფთიაქებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ფარგლებში სამხრეთ ოსეთში ჩაჰქონდათ ვადაგასული მედიკამენტები. თანაც მედიკამენტები ჩადიოდა რუსული წითელი ჯვრის მეშვეობით. მოყვება თუ არა ამ ინციდენტს ახალგაზრდა რესპუბლიკის აფთიაქების შემოწმება?

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ხაზი გაუსვეს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში ხშირად ხდება ხოლმე რესპუბლიკებში ვადაგასული მედიკამენტების გაგზავნა იმ იმედით, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში წამლებს არავინ შეამოწმებს.

უფრო მეტიც, გამოძიების დროს დადგინდა, რომ საქონელი შედიოდა საწყობში რუსეთის ფედერაციაში მობილიზებული სხვადასხვა რეზერვებიდან და შემდეგ ხდებოდა მათი რეალიზება ჩეჩნეთში, დაღესტანში და ჩრდილოეთ ოსეთშო. ამის შედეგად პოსტი დაკარგა სახელმწიფო დაწესებულების «ასტრახანული აფთიაქები» დირექტორმა. ახლა განიხილავენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხსაც.

სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრის ხსარ ზასევის თქმით, თუკი ვადაგასული პრეპარატები შედიოდნენ კიდევაც რესპუბლიკაში, ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, რადგანაც დახმარება ტავიდან ჩრდილოეთ ოსეთის საწყობებიდან მიდიოდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ვლადიკავკაზური გაზეთის მონაცემებით, გასულ გაზაფხულზე ცხინვალისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება სატვირთოებით გაჰქონდათ ნაგავრსაყრელზე.

მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთში იუწყებიან, რომ ჰუმანიტარული ოპერაციების დროს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ერთხელ გადააწყდა იმას, რომ წამლებს ვადა გაუვიდა რუსეთიდან ოსეთამდე ჩასვლისას. «ეს მოხდა გასული წლის ზაფხულში და ჩვენ არ წაგვიღია არანაირი წამლების ვლადიკავკაზში,- აცხადებდა უწყების წარმომადგენელი.- ჩვენ ხარისხის კონტროლის სპეციალური სამსახურებიც გვაქვს. თუკი ჩნდება თუნდაც პატარა ეჭვი, წამლების პარტიას ვიღებთ მოხმარებიდან».

რაღა უნდა ითქვას, სიტუაცია ისედაც რთულია. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ხელისუფლების თავმჯდომარემ ვადიმ ბროვცევმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში უსაფუძვლოდ მაღალი ფასები წამლებზე მაშონ დაიწევს, რდესაც გადაწყდება ახალი ჯანდაცვის მინისტრის დანიშვნის აკითხი. «ჩვენთან აფთიაქები ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება,- ხაზი გაუსვა მან.- ჩვენ დავარეგულირებთ წამლების ფასებს და იმ აფთიაქს, რომელიც კიდევ გაბედავს მსგავსი მეთოდების გამოყენებას, ლიცენზიას ჩამოვართმევთ».

შემდეგ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება მედიკამენტების ფასების დარეგულირების აუცილებლობას. ედუარდ კოკოითიმ მისცა მითითება გადასახადის კომიტეტის სახელმწიფო კონტროლისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უწყებას, რომ დაკავებულიყვნენ ამ საკითხით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100