RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოჭი – გზა მშვიდობიანი ყარაბახისკენ

26.01.2010  |  09:52

5167.jpegდღევანდელი დღე, 25 იანვარი, შესაძლოა პოსტსაბჭოთა სივრცის უახლეს ისტორიაში შევიდეს, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თარიღი. ყარაბახის პრობლემის დარეგულირების დარგში, პრეზიდენტების: რუსეთის დიმიტრი მედვედევის, აზერბაიჯანის ილჰამ ალიევის და სომხეთის სერჟ სარგისიანის სოჭის შეხვედრამ, შესაძლოა წერტილი ვერ დაუსვას ამ სისხლიან და რთულ საკითხს - თუმცა, სრულიად შესაძლებელია - პრობლემის გადაწყვეტის რეალური გზა და ვადები დასახოს. შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბახის საკითხი, უკვე რამოდენიმეჯერ იქნა წამოწეული წელს - თავიდან 13 იანვარს, თურქეთისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას, შემდეგ კი რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებზე, 18 იანვარს. ამას გარდა 19-დან 21 თებერვლამდე ეუთოს ყარაბახის საკითხის დარეგულირების მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა: რობერთ ბრადტკე (აშშ), ბერნარ ფასე (საფრანგეთი) და იური მასლიაკოვი (რუსეთი) - მოინახულეს ერევანი და ბაქო. აშკარაა, რომ რუსეთი იმ პრობლემის გადაწყვეტის ფორსირებას აპირებს, რომელიც 22 წლის განმავლობაში გრძლედება. ამასთან ერთად რუსული მხარე თვლის, რომ კონფლიქტის მხარეებისათვის გადაწყვეტილების თავსმოხვევა არ ღირს - და საბოლოო შეთანხმება, ისევე როგორც მიღებული გადაწყვეტილების შედეგების გამო პასუხისმგებლობა, მხოლოდ სომხებსა და აზერბაიჯანელებს დაეკისრებათ.

თუმცა კი, უნდა გვესმოდეს, რომ კონფლიქტს გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე 80-იანი წლების ბოლოს, სომეხი და აზერბაიჯანელი ნაციონალისტების შეჯახება. 1805 წელს, ყარაბახის სახანოს რუსეთის ქვეშევრდომობაში გადასვლი შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღარანაირი მსხვილმასშტაბიანი შეჯახება ამ ტერიტორიაზე აღარ მომხდარა - სომხური ანკლავი, აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიაზე ელისავეტოპოლსკის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა და მათ არანაირი განსაკუთრებული სტატუსი არ ჰქონდათ. 1917 წლის რევოლუციის და იმპერიის ნაციონალური კუთხეების გამოყოფის შემდეგ, პრობლემა შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი გახდა. ყარაბახის დაბლობი აზერბაიჯანს მიეკუთვნა, ხოლო მთიანი - რომელსაც მაშინ საზღვარი სომხეთთან ჰქონდა - სადავო ტერიტორიად იქცა და ახალგაზრდა რესპუბლიკებს შორის შეჯახებების მიზეზიც გახდა 1918-1920 წლებში. 1921 წელს კავკასიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მთიანი ყარაბახი აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკას მიეკუთვნა, ხოლო ორი წლის შემდეგ მის ტერიტორიაზე ავტონომიური ოლქი წარმოიქმნა, რომელმაც სსრკ-ს დაშლამდე იარსება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100