RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საერთაშორისო სასამართლო სააკაშვილით დაკავდა

26.01.2010  |  09:55

5168.jpegსაერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში აქტიურად იხილავენ სიახლეს იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საგამომძიებლო ჯგუფი თებერვალში საქართველო ჩამოვა 2008 წლის აგვისტოს ომის ვითარებების შესასწავლად. რას უნდა მოელოდოს ამისგან თბილისი?

საქართველოში საკმაოდ დაძაბულად შეხვდნენ მასმედიაში გაპარულ ამ ინფორმაციას. დაუსახელებელი წყაროს განცხადებით, ეს გამოძიება მოქმედი ხელისუფლებისთვის უსიამოვნება იქნება, რადგანაც «მაშინვე გაჩნდება ასოციაციები ბალკანელ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ». მაგრამ, მისი აზრით, არც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს აქვთ საზეიმოს საქმე.

ამასობაში, მოსკოვში არ დაადასტურეს დასავლელი სტუმრების თბილისში ჩასვლა, მაგრამ მათი ვიზიტი მაინც მართებულად მიიჩნიეს მოსკოვისა და ცხინვალის მხრიდან გაგზავნილი უამრავი მიმართვის გამო.

ამჟამად ევროულ სასამართლოებში არის 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ჩატარებული სამხედრო მოქმედებებისგან დაზარალებული ოსების 2 500-ზე მეტი მიმართვა. ბევრმა ოსმა დაკარგა იმ 5 დღის განმავლობაში ოჯახის წევრები, ზოგმა - ქონება. რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, ის არის მსოფლიო ისტორიაში პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია გენოციდით, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაუელებით. სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის გაეროს საერთაშორისო სასამართლოში ზოგიერთი არასამთავრობო სამართალდამცავი ორგანიზაციის სარცელებიც არის.

ჯერ კიდევ აგვისტოში სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს სარჩელებზე მუშაობა, რესპუბლიკა კი სასამართლოებისგან ელის საქართველოს მხრიდან სამხედრო აგრესიის აღაირებას და იმედი აქვს, რომ დამნაშავე პირები შესაბამის სასჯელს მიიღებენ.

შემდეგ კი კოკოითიმაც ხაზი გაუსვა: ცხინვალი დაჟინებით ოითხოვს სააკაშვილის წინააღდემგ სასამართლოს. სამხრეთ ოსეთის ლიდერის თქმით, სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ. «ეს არის საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაული.- თვლის კოკოითი.- ამიტომაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ ამ განხრით და ეს საკითხი დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია. სააკაშვილი ბოროტმოქმედია, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ამის მიღწევას». სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოსების გენოციდში არის დამნაშავე, რადგანაც გასცა ცხინვალზე შეტევის ბრძანება და ომი გამოუცხადა სამხრეთ ოსეთს.

იმავე აზრს ემხრობიან რუსეთშიც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინის შეფასებით,ისინი, ვინც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია წამოიწყო, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100