RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რას უნდა ელოდოს მოსკოვი ქართული ოპოზიციისგან?

27.01.2010  |  10:00

5179.jpegქართული ოპოზიციის ლიდერები რეგულარულად აცხადებენ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე. ეს მოწოდებები ჯერ კიდევ პოლიტიკური კრიზისის დროს გასული წლის გაზაფხულზე გაჟღერდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ზურაბ ნოღაიდელს, რომელიც უკვე სამჯერ იყო მოსკოვში, არ ჩქარობენ რომ მიბაძონ მისმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა. თანაც ხელისუფლების ოპონენტებს სულაც არ სურთ დაიმსახურონ სამშობლოს მოღალატისა და კრემლის აგენტის ტიტული. მათ არც ის სურთ, რომ ერთი ხელის მოსმით მოიშორონ ანტიკრემლის ბანქო, რომელიც ასე წარმატებით გაათამაშა სააკაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ იმის შესახებ, რომ მოსკოვში მზად არიან მოუსმინონ ქართული პოლიტიკის ნებისმიერ წარმომადგენელს, კიდევ ერთი არეულობა შექმნა.

ოპოზიციის ლიდერებმა იჩქარეს და გამოხატეს ყველა აზრი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ნოღაიდელის განცხადებისა, რომ "მოსკოვში ქართველი ოპოზიციონერების რიგი დადგება", ჯერჯერობით ეს ნათქვამი არ შეესაბამება სიმართლეს.

მოკლედ, როგორც ცნობილია, კავკასია საკმაოდ დჩოთირო საქმეა - აქ ყოველთვის ვერ გაარკვევ, თუ რამდენად შეესაბამება ნათქვამი სიმართლეს. პოლიტიკოსებიც საკმაოდ ხშირად იცვლიან აზრს. ასეა თუ ისე, დღესდღეობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გაიზარდა ქართველი პოლიტიკოსების მზაობა რუსეთთან დიალოგის საწარმოებლად. ამ მიმართულებით რაიმე რადიკალური ცვლილების მოლოდინი კი არ ღირს.

სალომე ზურაბიშვილი მიუღებლად მიიჩნევს მოსკოვში ვიზიტს და კრემლის წარმომადგენლებთან ქართულიოპოზიციის დიალოგს.

როგორც მან პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა, მოსკოვში არ არის ოპოზიციის წარმომადგენელთა ადგილი და ხელისუფლებაში მოსვლის ბერკეტი უნდა იყოს არა მოსკოვში გამართული ვიზიტები, არამედ არჩევნების ჩატარება.

"მოსკოვში არ არის ოპოზიციის ადგილი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენ არ გაქვს სახალხო მანდატი. ხელისუფლებაში მოსვლის ბერკეტი მოსკოვზე კი არა, არჩევნებზე უნდა გადიოდეს. არ შეიძლება წახვიდე დიალოგთან იმ მხარის პოლიტიკოსებთან, რომელმაც შენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ირაკლი ალასანიამ ასეთი კომენტარი გააკეთა: "დღეს ოპოზიციას არაფერი აქვს შესათავაზებელი რუსეთის ხელისუფლებისთვის".

"საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში შედის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ამის რესურსები არ გააჩნია. დღეს ოპოზიცია ვერაფერს შესთავაზებს რუსეთს, არაფერი შეიცვლება, თუკი ჩვენ ახლა ვაწარმოებთ დიალოგს. ჯერ აუცილებელია ხელისუფლებაში მოსვლა და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები",- აღნიშნა ალასანიამ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100