RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გამსახურდია სიმართლეს რუსეთში ეძებს

27.01.2010  |  10:03

5180.jpegსაქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ვიზიტით იმყოფება რუსეთის დედაქალაქში. ის მოსკოვში საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსან ძალოვნებთან შესახვედრად ჩავიდა. როგორც ცნობილია, გამსახურდია სათავეში უდგას დროებით საპარლამენტო კომისიას, რომელიც მისი მამის სიკვდილის ვითარებებს იკვლევს და მას იმედი აქვს, რომ სიმართლეს მიაგნებს.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების შედეგად დაკარგა, დაიღუპა სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში. იმ სახლის პატრონმა, სადაც გამსახურდია ცხოვრობდა, განაცხადა, რომ მან თავი მოიკლა - თავში ისროლა პისტოლეტით.

გამოძიებამ გამსახურდიას სიკვდილის შესახებ, რომელიც რვა ტომისგან შედგება, არ გასცა პასუხი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის მიზეზს. ცეცხლზე ნავთი დაასხა მასმედიაში გაპარულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ტყვიის კვალი არ ყოფილა თავის ქალაზე, რამაც უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახში დარჩნენ ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია და სამი ვაჟი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი.

გასული წლის ბოლოს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მიმართა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამუდმებით ახდენს ზეწოლას არა მხოლოდ მასზე, არამეს მის მთელ ოჯახზე. უკანასკნელიო წვეთი ქვრივისთვის აღმოჩნდა ინციდენტი, ტომლის შედეგადაც ის დააკავეს პატარა ოფისში, საიდანაც ის წერილებს აგზავნიდა ელექტრონული ფოსტით, ის წაიყვანეს კონტრდაზვერვის სამმართველოში და ცემეს. "ისინი ორი თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ და ვეღარ მოითმინეს, 17 დეკემბერს კონტრდაზვერვის სამმართველოში წამიყვანეს 7 საათით. იქ მე მცემეს, ისე რომ მთელს სხეულზე მეტყობოდა ცემის კვალი",- ყვებოდა ქვრივი.

საქართველოს ახლანდელი რეჟიმის "ყურადღებით" ცოტნე გამსახურდიაც სარგებლობს. ერთი წლის წინ ხელისუფლებამ სცადა მისი დადანაშაულება უსაფუძვლოდ ჯაშუშობაში რუსეთის სასარგებლოდ, გასული წლის ოქტომბერში კი ის დააკავეს მეზობელი დავით ბაჯელიძისთვის ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობის მიყენების ბრალდებით.მიუხედავად მტიცებულებების არქონისა, თბილისის სასამართლომ უკვე რამდენჯერმე გააგრძელა გამოძიება, ცოტნემ კი უკვე მეორედ გამოაცხადა შიმშილობა. პირველი მცდელობა იმით დასრულდა, რომ ექიმებმა ელექტროშოკის მეშვეობით ის ძლივს გამოიყვანეს კომასთან ახლოს მყოფი მდგომარეობიდან. თანაც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას არ აძლევენ შვილთან შეხვედრის და საქმის მასალებისა და სამხილების ნახვის უფლებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100