RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

განხეთქილება ეკლესიებს შორის

27.01.2010  |  10:10

5182.jpegსამხრეთ ოსეთის ქრისტიანები, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს - მათი „სულიერი განადგურებისაგან" გადარჩენის თხოვნით მიმართავენ. რესპუბლიკის მორწმუნეთა აზრით, მოსკოვის პატრიარქატის ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკალამსკის არქიეპისკოპოსმა ილარიონმა შეურაცხმყოფლად მოიხსენია ალანიის ეპარქია, როდესაც მას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან „განდგომილი ჯგუფი" უწოდა. საქმე იმაშია, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ მთლიანობას სცნობს და ეკლესიური თვალსაზრიზით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში მოიაზრებს. შეისმენს თუ არა ცხინვალის თხოვნას, მოსკოვი?

სამხრეთ ოსეთის ქრისტიანები - მიმართვაში, აპელირებას ახდენენ ვოლოკოლამსკის აქიეპისკოპოს ილარიონის, ოქტომბრის თვეში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ტელეარხის „ვესტი" ეთერში გაჟღერდა, გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო" . მაშინ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში წარმოიქმნა „განდგომილი ჯგუფი", რომელსაც არ აქვს ურთიერთობა და კავშირი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. „ჩვენ ამ განდგომილ ჯგუფთან დიალოგი გვსურს და იმედი გვაქვს, რომ მათ დავარწმუნებთ - შეწყვიტონ განხეთქილების ჩამომგდები მოღვაწეობა. ადამიანებს ხომ, კანონიკური მღვდლები სჭირდებათ და არა თვითმარქვიები",- ხაზგასმით აღნიშნა მან.

ცხინვალში კი თვლიან, რომ სამხრეთ ოსეთის ეკლესია არსოდეს არ ყოფილა არც მოსკოვის და არც საქართველოს საპატრიარქოების ნაწილი, ამიტომაც განდგომაზე და განხეთქილებაზე საუბარი ამ შემთხვევაში ზედმეტია. „ალანიის ეპარქია არ აპირებს დამოკიდებული იყოს საქართველო ეკლესიაზე, რომელთან გაერთიანებისთვისაც იღწვის მოსკოვის საპტრიარქო",-ნათქვამია დიმიტრი მედვედევისადმი წარგზავნილ მიმართვაში.

სამხრეთ ოსეთის მორწმუნეთა მიმართვა, დიმიტრი მედვედევისადმი რა მიზეზით წარგზავნეს მხოლოდ ახლა და არა ოქტომბერში - უცნობია. შესაძლოა, ამის მიზეზი რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობების, მნიშვნელოვანად გაუმჯობესებაც იყო.

როგორც ცნობილია, არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთმა და საქართველომ მოძღვრები გაცვალეს, ამ ორ ქვეყანაში არსებული დიასპორების საკურთხებლად და ღვთის მსახურების აღსავლენად. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თბილისში არქიმანდრიტი რომან ლუკინი წარგზავნეს. მან უკვე მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევა, თბილისის წმინდა აპოსტოლ იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ჩატარებული ღვთისმახურებისას. ამასთან ერთად, მოსკოვში - მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილეს და ილია მეორის კურთხევით, არქიმანდრიტი ვახტანგი ჩაბრძანდა, რომელმაც - ბოლშოი გრუზინსკის ქუჩაზე მდებარე, დიდმოწამე და ძლევამოსილი წმინდა გიორგის ტაძარში აღავლინა ლოცვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100