RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საპარლამენტო ასამბლეის ინტრიგა

28.01.2010  |  08:57

5191.jpeg2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეg ევროსაბჭოს საპარლამენტo ასამბლეა უნებურად გახდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარkვევის მოედანი. ახლახან ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გახდება თურქეთის წარმომადგენელი მევლუთ ჩავაშოღლუ, რომელიც არ ფარავს თავის ლოიალურობას მოსკოვის მიმართ. ინტრიგა იმაშია, რომ საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი. ძალების ასეთი გადანაწილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება საერთაშორისო დონეზე კვლავ გაგრძელდება.

ქართულ დელეგაციაs ჰქონდა რამდენიმე მცდელობა იმისა, რომ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმიათ. ხუთდღიანი ომიდან 2 თვის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში, საშემოდგომოსესიაზე, ევროპარლამენტი სამი დღის განმავლობაში იხილავდა ამ პრობლემას. მაშინ საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი ქართველი კოლეგების ინიციატივას.

სიტუაცია განმეორდა 2009 წელს. გასული წლის ოქტომბერში მღელვარე დებატების შემდეგ ასამბლეამ კი გამოთქვა გარკვეული პრეტენზიები რუსეთის მისამართით, მაგრამ არ ჩამოართვა მას ხმის უფლება. თბილისში არ დამშვიდდნენ. ჯერ კიდევ ოქტომბერში გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ დეპუტატთა 40% მზად არის მიიღოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თავად საქართველო კი დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ.

მართალი აღმოჩნდა საქართველოს გამჭრიახი ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ჯერ კიდევ გასულ წელს შევარდნაძემ გამოთქვა აზრი, რომ მისი ახალგაზრდა კოლეგების მონდომება უშედეგო იქნებოდა. "ის, რომ რუსეთს არ ჩამოართვეს ხმის უფლება, სავსებით გასაგები და ნორმალურია,- აღნიშნა ჟურნალისტებთან ინტერვიუში შევარდნაძემ.- რუსეთი დიდი ქვეყანაა, მას ბევრი გაზი, ტყე, ნავთობი და სხვა ბუნებრივი რესურსი გააჩნია და ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ მასთან ურთიერთობის გაფუჭება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნების რუსეთის ქმედებებს ამართლებენ".

2010 წლის პირველ სესიაზე საპარლამენტო ასამბლეაში არდაიწყეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთოების განხილვა. როგორც მასმედია იუწყება, ეს საკითხი განიხილება მომდევნო სესიებზე. თუმცა ფრაქციების დონეზე საქართველოს ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ წარუდგინა ასამბლეას თავისი მოხსენება. მისი თქმით, რუსეთი არ ასრულებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც გაკიცხულია რუსული მხარის დანაშაულებრივი ქმედებები და დასმულია შესაბამისი მოთხოვნები.

ეჭვს გარეშეა, რომ საქართველოს დელეგაცია ისე არ წამოვა სხდომიდან, რომ არ სცადოს ასამბლეის ყურადღების მიქცევა რუსეთის მიერ რეზოლუციის დარღვევაზე, მაგრამ მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თუ რა ფორმით გააკეთებს ამას. ამასობაში, პირველი სესიის შედეგების მიხედვით მოხდა კარდინალური ცვლილებები. საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გახდა თურქეთის წარმომადგენელი მევლუთ ჩავაშოღლუ, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურობით გამოირჩევა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100