RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსების თვალით დანახული საქართველო

28.01.2010  |  08:59

5192.jpegერთ-ერთი რუსული პორტალის კვლევის ცენტრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ეკონომიკურად აქტიური რუსები რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოწინააღმდეგედ ისინი საქართველოს მიიჩნევენ. საინტერესოა, რომ რუსების აზრზე ვერ იმოქმედა ვერც ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტმა მოსკოვში და ვერც თბილისსა და მოსკოვს შორის ავიაკავშირის აღდგენამ. უნებურად ჩნდება კითხვა: რამდენად შეუძლია რუსების შეფასებაზე ზემოქმედება საქართველოს მოქმედ რეჟიმს?

თუკი გადავხედავთ 2001 წლიდან დღემდე რუსების გამოკითხვის შედეგებს, საინტერესო სურათს აღმოვაჩენთ - რუსების ქართველებთან დამოკიდებულების სერიოზული ცვლილებები ძირითადად დაკავშირებუია მიხეილ სააკაშვილთან.

9 წლის წინ მონაცემები მეტყველებდა იმაზე, რომ რუსები იმ მომენტისათვის, საქართველოს მოკავშირედ უფრო მიიჩნევდნენ ვიდრე მოწინააღმდეგედ.

ორი წლის შემდეგ უმრავლესობამ თქვა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბული და ცივი ურთიერთობა იყო, მხოლოდ ოცი პროცენტი თვლიდა, რომ ურთიერთობა თბილი და კეთილმეზობლური იყო. თანაც მთელი ბრალეულობა ედუარდ შევარდნაძეს დაეკისრა. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, რუსეთსა და საქართველოს კარგი ურთიერთობების შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა მისი პოსტზე დარჩენის შემთხვევაში. მოკლედ, ეს არცაა გასაკვირი - რესპოდენტები სიტუაციას პანკისის ხეობის მოვლენების პრიზმიდან უცქერდბებ, იქ მაშინ ჩეჩენი ბოევიკები აღმოაჩინეს. ძირითადად კი გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ვარდების რევოლუცია კი წლის ათ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში შევიდა.

უკვე 2004 წელს საგრძნობლად გაიზარდა სააკაშვილისადმი კრიტიკულად განწყობილ რუსთა რიცხვი. ასე რომ, იმ რესპოდენტთა წილი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ახალი პრეზიდენტი მოახერხებდა ურთიერთობების გამოსწორებას, 30-დან 13 პროცენტამდე შემცირდა. თანაც მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნდა, რომ ახალი პრეზიდენტი მოსახლეობის ცხოვრების დონეს აამაღლებდა. თანაც 32 პროცენტამდე გაიზარდა იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვინც თვლიდა, რომ სააკაშვილი ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ მიაღწევდა. არ არის გამორიცხული, რომ თავისი როლი მაისის მოვლენებსაც ეთამაშა, როდესაც საქართველომ განაცხადა კონტრაბანდასთან ბრძოლის დაყწების შესახებ და სამხრეთ ოსეთში შეიყვანა სპეცრაზმისა და შსს-ს ქვედანაყოფები. მოგვიანებით ცხინვალს ცეცხლი გაუხსნეს, ედუარდ კოკოითი კი გამოვიდა და მიმართა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის თხოვნით.

ოთხი წლის შემდეგ საქართველო ამერიკასთან ერთად შევიდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც, რუსების აზრით, ყველაზე დაძაბული ურთიერთობა აქვთ მოსკოვთან. თანაც ასეთი აზრი რუსებმა გამოთქვეს ჯერ კიდევ მაისში, აგვისტის ტრაგიკულ მოვლენებამდე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100