RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დროა საქართველომ არჩევანი გააკეთოს

29.01.2010  |  09:10

5203.jpegდღეს ჯენევაში ჩატარდება საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, ამერიკის, ევროსაბჭოს, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენელთა მოლაპარალენის მორიგი რაუნდი. მხარეები აპირებენ უსაფრთხოების საკითხების და დევნილთა პრობლემების განხილვას. მოსკოვი ასევე დასვამს საკითხს თბილისის სოხუმსა და ცხინვალზე თავდასხმის შესახებ. თავის მხრივ, საქართველო დისკუსიის მონაწილეებს გააცნობს ახალგაზრდა რესპუბლიკებთან დაკავშირებით შემუშავებულ სტრატეგიებს. ქართველი სტრატეგების აზრით, დოკუმენტი გათვლილია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მშვიდობიან ქმედებებზე. თუმცა რატომღაც ვერ ეწყობა ეს მტკიცებები საქართველოში სამხედრო პოტენციალის გაზრდის ფაქტებს.

ამ ბოლო დროს დევნილების დაბრუნების სკაითხს ძალიან ხშირად ახსენებენ ხოლმე ქართველი პოლიტიკოსები. თბილისის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უარს ამბობენ იმ ხალხის მირებაზე, რომლებმაც სახლები ბოლო კონფლიქტების დროს დატოვეს. თუმცა სოხუმსა და ცხინვალში თვლიან, რომ მათ, ვისაც დაბრუნება სურდათ, უკვე გააკეთეს ეს. რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას, უსაფრთხოების საკიტხები სასაზღვრე ზონაში ახალგაზრდა რესპუბლიკებისთვის კვლავ პრიორიტეტულია - რუსეთის დახმარებით საზღვრები კარგად არის დაცული თბილისისგან შესაძლო დივერსიებისა და ტერაქტებისგან. რა თქმა უნდა, ეს სამუდამოდ არ იქნება ასე.

გასული წლის დეკემბერში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საქართველოს გამოსვლის შემდეგ მოსკოვური შეთანხმებიდან, აფხაზეთს არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნია, რომ დააბრუნოს ლტოლვილები სახლებში. თავის კოლეგას მაშინ რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაუჭირა მხარი. მან აღნიშნა, რომ ქართველი დევნილები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როდესაც დარეგულირდება მათი დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები. უფრო მეტიც. სოხუმმა უკვე შეასრულა ყველა თავისი ვალდებულება დევნილების გალის რაიონში დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა.

საკვანძო საკითხი, რომლის წამოყენებასაც მოსკოვი უკვე მრავალჯერ ცდილობდა. არის ერთვარი «თავდაუსხმელობის პაქტის» ხელმოწერა საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის. როგორც ცნობილია, ქართყლი ხელისუფლება ძველებურად აპირებს დაიჭიროს სამხედრ მომზადების კურსი. ექსპერტთა შეფასებით, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული თბილისმა არა მხოლოდ აღადგინა თავისი სამხედრო პოტენციალი, არამედ გაამრავლა კიდევაც ის. ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო წვრთნებში, ამერიკიდან რესპუბლიკაში ჩამოდის თანხები სამხედრო რეფორმებისთვის. ასეთ პირობებში იურიდიულად მავალდებულებელი დოკუმენტის ხელმოწერა რესპუბლიკებთან, რომლებზეც ჯერ კიდევ აქვს თვალი დადგმული საქართველოს, რუსეთს აზრით აუცილებელია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100