RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რას გვიმზადებს მორიგი ტური?

29.01.2010  |  17:49

5207.jpeg7 თებერვალს, უკრაინაში საპრეზიდენტი არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი მიიღებენ მონაწილეობას. GeorgiaTimes-ი უკვე წერდა არჩევნების პირველი ტურის შესახებ, რომლის ლამის - მთავარ გმირებადაც, ეგრეთწოდებული „დამკვირვებლები" მოგვევლინენ საქართველოდან. თანაც, უკრაინის ამ ორი პოლიტიკურად წონადი ფიგურის, პირისპირ შეხვედრის წინ, ამჯერადაც ხშირად ახსენებენ თბილისს.

როგორც ცნობილია უკრაინაში, არჩევნების პირველი ტურის ჩატარებამდე, ადგილობრივმა ცსკო-მ რეგისტრაციაზე უარი განუცხადა ქართველების 2000 კაციან დამკვირვებელთა დელეგაციას. მიუხედავად იულია ტიმოშენკოს პროტესტისა, საკითხის მეორადმა განხილვამაც კი, ვერ მოუტანა დივიდენდები თბილისს. მაგრამ, საქართველოს წარმომადგენლები მაინც გამოცხადდნენ უკრაინაში...

ექსპერტთა თქმით, ამ ადამიანების ჩარევა უკრაინის საარჩევნო პროცესში იმდენად უხეშად მოხდა, რომ საერთო პროტესტი და სიცილიც კი გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი ყალბი მასმედიის მუშაკის წიგნაკით მოქმედებდა, ზოგი ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს ემუქრებოდა, ორი საქართველოს მოქალაქე კი იმ მომენტში დააკავეს, როდესაც „მოუხერხებელმა დამკვირვებლებმა" საარჩევნო უბანში შეღწევა მოახერხეს და საარჩევნო ურნებიდან პლომბების მოხსნას ცდილობდნენ. კიდევ უფრო მეტიც, სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ერთ-ერთ „ექსპერტს" წინდაში დამალული ელექტროშოკერი აღმოუჩინეს.

ფურორის მოხდენის შემდეგ, ქართული დელეგაციის ძირითადი ნაწილი სახლში გაემგზავრა. საქართველოს ცსკ-ოს ექს-ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა პირობა დადო, რომ მეორე ტურზე მხოლოდ რამოდენიმე წარმომადგენელი დარჩება საქართველოდან. მისი თქმით, თბილისის ამგვარმა გადაწყვეტილებამ უნდა მოხსნას „დაძაბულობა", რომელიც ხსენებული „დამკვირვებლების" გარშემო შეიქმნა.

ამის და მიუხედავად, ამ დღეებში, დონეცკის მერმა ალექსანდრე ლუკიანჩენკომ განცხადება გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მასიურად იჯავშნება ადგილები დონეცკის სასტუმროებში. როგორც ჩანს, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ემზადებიან. სს „Regnum"-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქის თავკაცმა უკვე მიმართა თხოვნით, უკრაინაში საქართველოს ელჩს - გრიგოლ ქათამაძეს, თხოვნით: მეორე ტურის პერიოდისათვის კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, არ დაუშვას დონეცკში მისი თანამემამულეების მასიური ჩამოსვლა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100