RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს გულუხვი წინადადება ნატოსთვის

01.02.2010  |  09:48

5209.jpegმიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ, კონგრესის წინაშე გაკეთებული განცხადებისა, რომ მომავალ წელს ის ამერიკულ ჯარებს გაიყვანს ავღანეთიდან. თბილისი - ვაშინგტონს, გულუხვ წინადადებას უკეთებს და სთავაზობს: ექსტრემისტული მოძრაობა „თალიბანის" წინააღმდეგ ბრძოლისას, ნატოს პლაცდარმად გამოიყენოს - საქართველოს ტერიტორია. მიხეილ სააკაშვილი მზად არის, შეერთებულ შტატებს ალიანსის მიზნებისთვის გამოსაყენებლად გადასცეს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტები და ასევე საქართველოს რამდენიმე აეროპორტი,. როგორ შეხვდება თეთრი სახლი ამ წინადადებას?

როგორც ცნობილია, ამჟამად ავღანეთში ნატოს პარტნიორი ქვეყნების 38 ათასი ჯარისკაცი იმყოფება, გასული წლის ბოლოს ობამამ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთში კიდევ 30 ათასი ამერიკელი სამხედრო გაეგზავნა. ამერიკელები უკვე მერვე წელია ებრძვიან მოძრაობა „თალიბანს", მაგრამ მიუხედავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მისი პარტნიორების ძალისხმევისა, უკანასკნელ პერიოდში სიტუაცია რეგიონში, კიდევ უფრო გამწვავდა.

არც ისე დიდი ხნის წინ, ამერიკის ლიდერმა განაცხადა: "ავღანეთში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდა გადავწყვიტეთ და ამასთან ერთად ვამზადებ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს, იმისათვის რომ, მათ 2011 წლის ივლისიდან კონტროლზე აიყვანონ სიტუაცია, ხოლო ჩვენმა ჯარებმა შეძლონ, სახლში დაბრუნების დაწყება". ამასთან ერთად, ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ავღანეთის ომში მონაწილე ქვეყნები, რთულ პერიოდს მოელიან.

ლამის ერთადერთი პოლიტიკოსი, ვისაც არ აშინებს ამ პრობლემურ რეგიონში არსებული სირთულეები - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. გუშინ მან აშშ-ს შესთავაზა გამოიყენონ ქვეყნის ტერიტორია, „თალიბანის" ძალებზე ნატოს დარტყმებისა და იერიშების განსახორციელებლად. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სახელმწიფოს საზღვაო პორტებში ჩრდილოატლანტიკური ძალების ხომალდები მიიღოს და ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები უზრუნველჰყოს აეროპორტებით, საწვავით და ტექნიკური მომსახურეობით, იტყობინება "РБК". „ამგვარად, შესაძლებელია დერეფნის შექმნა, რომლის მეშვეობითაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს - საქართველოდან, ცენტრალური აზიის გავლით - იარაღსა და სხვადასხვა სახის ტვირთს მივაწოდებთ ავღანეთში: ".- დაამატა მან.

საერთოდ საქართველოსთვის, ავღანეთი არ არის უცხო ქვეყანა. ამ ქვეყანაში ჩატარებულ ოპერაციებში ის, უკვე მონაწილეობდა - 2004 წლის სექტემბერიდან-დეკემბრამდე, იქ 50 ათასი ქართველი სამხედრო მსახურობდა. 2007 წლის ივნისში, თბილისმა კვლავ შეიტანა განაცხადი ნატოში, საკუთარი კონტინგენტის ავღანეთში წარგზავნის თაობაზე. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში ჩატარებულ ალიანსის სამიტზე ეს წინადადება მოიწონეს და დაამტკიცეს კიდეც. 2009 წლის ზაფხულში კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ: წლის ბოლომდე გეგმავს საკუთარი მშვიდობისმყოფლების წარგზავნას ავღანეთში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100