RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უკრაინა ქართველი სტუმრების მოლოდინში

02.02.2010  |  09:07

5216.jpegინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ქართველი დამკვირვებლები შეიძლება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის დაბრუნდნენ, ააღელვა ოდესა. საოლქო საბჭო შეიკრიბა სასწრაფო სხდომაზე, რომლის მიმდინარეობის დროსაც დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს შესაძლო გართულებების, არეულობის და არჩევნების შიშის გამო, ასევე მათ მიმართეს ქვეყნისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობას, რომ მათ «შესაბამისი შეფასება მიეცათ იუშენკოსა და მისი მფარველების ქმედებებისთვის». ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მანც გაგზავნის თუ არა თბილისი თავის ხალხს უკრაინაში?

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ქართველი «დამკვირვებლების» ჩასვლამ დიდი ხმაური გამოიწვია საპრეზიდენტო არცევნების პირველი ტრის დროს უკრაინაში. მართალია ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ თბილისს უარი უთხრა 2000 დამკვირვებლის მიღებაზე, სტუმრები მაინც ჩავიდნენ უკრაინაში, სადაც, იმის მაგივრად, რომ წესრიგისთვის ედევნებინათ თვალ-ყური, თავად გამოდიოდნენ წესრიგის დამრღვევთა როლში.

საქართველოს ცსკ-ს ხელმძღვანელის ლევან თარხნიშვილის განცხადებების მიუხედავად იმის შესახებ, რომ მეორე ტურზე რესპუბლიკის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი დარჩებოდა, გასულ კვირას დონეცკის მერმა ალექსანდე ლუკიანჩენკომ განაცხადა: ქართველი მოქალაქეები ახდებენ ქალაქის სასტუმროებში ნომრების მასობრივ დაჯავშნას, ისინი მეორე სერიისთვის ემზადებიან. მან მიმართა საქართველოს ელჩს უკრაინაში გრიგოლ ქათამაძეს თხოვნით, რომ შეეწყვიტა ქართველთა ასეთი მასიური ჩასვლა უკრაინაში, რათა თავი აერიდეინათ ხმის მიცემის დროს კონფლიქტებისთვის.

ეს ყველაფერი იულია ტიმოშენკოს განცხადებამაც გაამწვავა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მისი საუბრის გამოქვეყნებული ჩანაწერი ნამდვილია. როგორც ცნობილია, პირველი, ვისაც ეს ჩანაწერი ხელში ჩაუვარდა, იყო პრეზიდენტობის ჯანდიდატი მიხეილ ბროდსკი, რომელმაც ჩათვალა, რომ საუბარია არჩევნების ჩაშლაზე საქართველოდან 3000-ზე მეტი ბოევიკის ჩასვლის გზით. ეს ბოევიკები მზად არიან დახმარება გაუწიონ ტიმოშენკოს მისი დამარცხების შემთხვევაში. ქალბატონი კი აცხადებს, რომ სააკაშვილმა იგულისხმა პროფესიონალი დამკვირვებლები და არა ნინძები. «როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ, მაგალითად, ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს, მე ვგულისხმობ, რომ ამ აგუნდ შეუძლია ეფექტური მუშაობა და საერთოდაც არ მიგანიშნებთ იმაზე, რომ მას რაიმე სახის გადატრიალებების მოწყობა შეუძლია»,- აღნიშნა მან. ამასთანავე, მან აღიარა, რომ ქართველი დამკვირვებლები სწორედ მან შეუკვეთა. სხვათა შორის, უკვე არაერთხე ითქვა, თუ რამდენად «ეფექტურად» იმუშავეს მათ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100