RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პიარი ქართულად

02.02.2010  |  09:09

5217.jpegთუკი რაიმეშია დახელოვნებული ქათული ხელისუფლება ამ კრიზისის დროს, ეს არის პიარი და ამას ყველა ერთხმად აღიარებს. თბილისში არც ფარავენ, რომ საინფორმაციო ომს აწარმოებენ რუსეთთან, რადგანაც სურთ დაკარგული ტერიტორიების გამო სამაგიეროს გადახდა და უნდათ დაარწმუნონ მსოფლიო საზოგადოება თავიანთ სიმართლეში. სწორედ ამის გამო გაუშვეს ეთერში პროექტი «პირველი კავკასიური», რომელიც მაუწყებლობას თანამგზავრის მეშვეობით ახდენს. თუმცა პროექტს პირველი მარცხიც დაემართა - ფრანგულმა კომპანიამ Eutelsat შეწყვიტა ტელეარხის მაუწყელობა იმის გამო, რომ ვადა ამოიწურა, ახალი კონტრაქტი კი არ გაფორმებულა. თბილისში უკმაყოფილებას არ ფარავენ.

თავად ეს ახალი პროექტი უკვე გულისხმობდა ბევრ უსიამოვნებას. მას დიდი სიხარულიც არც მოსკოვშ შეხვედრიან და თქვენ წარმოიდგინეთ არც თბილისში. არხთა ითანამშრომლებს ალა დუდაევა - ჩეჩნეის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი. თბილისში კი არც მალავენ, რომ მოხარულები არიან ჩრდილოეთ კავკასიაში იდესაც რთული სიტუაციის აფორიაქებით.

«ახალი გუნდისთვის წაყენებული მტავარი ამოცანა არის რუსეთის ინფრაქტურქტურის რღვევა ჩრდილოეთ კავკასიაში»,- ამტკიცებს პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი მუშაკი მოდესტ კოლეროვი.

რუსმა ჟურნალისტმა პაველ შერემეტმა გააკეთა ასეთი განცხადება: «საქართველომ ეტერში გაუშვა «პირველი კავკასიური» არხი. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მოსკოვში ამას ხულიგანის მორიგ გამოწვევად მიიღებენ. მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა სპეციალურად აღიზიანებს რუსეთს. ის ირონიით იმასაც კი ამბობს, რომ არხის მიზანი საქართველოში რუსული ენის შენარჩუნებაა. არხი მიეძღვნება კავკასის პრობლემებს. ეს არის რუსულ ენაზე კონტრ-პროპაგანდის ქართული ვარიანტი. გახსოვთ, როდესაც არაბებმა გააკეთეს «ალ ჯაზირა» რათა სი-ენ-ენის ზალაუფლება გადაენაწილებინათ? ახლა «პირველი კავკასიური» დაუპირისპირდება «პირველ» რუსულს. ეს საშიში ექსპერიმენტია. საინტერესოა მოვლენების თვალყურის დევნება, თუმცა ეს მშვიდობას არ მოიტანს საქართველოსა და რუსეთს შორის».

ამის საპასუხოდ საქართველოში ამბობენ, რომ რუსული მასმედია კატასტროფულ მდგომარეობაშია. მას რუსული ხელისუფლება აკონტროლებს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: «ჩვენი მიზანია სხვა აზრის გავრცელება და ინფორმაციის თავისუფლად გადმოცემა. ეს სწორედ ის არის, რაც აკლია რუსულ ენოვან აუდიტორიას პოსტსაბჭოთა სივრცეში».

საქართველოში ამ არხთან დაკავშირებით საკმაოდ არაერთგვაროვანი მიდგომა აქვთ. სალომე ზურაბიშვილმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ასეთი არხის გამოჩენა აშკარა საფრთხეს შეიცავს.

«ეს ნიშნავს რუსეთის პროვოკაციას საკუთარ ტერიტორიაზე. ეს ისეთივე უპასუხისმგებლო საქციელია, როგორიც არის საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი სხვა განცხადება და დელკარაცია».

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100