RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გამსახურდიას «მოსკოვური ჭეშმარიტება»

03.02.2010  |  10:45

5231.jpegსაქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, რომელიც დროებით საპარლამენტო კომისიასთან ერთად მამამისის სიკვდილს იძიებს, მკვლელობაში გარეულად მიიჩნევს ედუარდ შევარდნაძეს. გამსახურდიას თქმით, ამის შესახებ მას ოუთხრო იგორ გიორგაძემ, რომელსაც ის მოსკოვში შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ შევრადნაძემ ეს ინფორმაცია უარყო, ახლა პარლამენტარი ეცდება, რომ კომისიას მიანიჭონ საგამომძიებლო სტატუსი. რით შეიძლება დასრულდეს საქართველოს ყოფილი ლიდერისთვის ძალოვნების აღიარებები?

ოფიციალური ვერსიის თანახმად, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების გამო დაკარგა, გარდაიცვალა სოფელ ძველ ხიბულაში სამეგრელოს მთიან რეგიონში. სახლის პატრონმა განაცხადა, რომ მან თავი მოიკლა. გამოძიებას კი არ მოუცია ერთგვარი პასუხი გამსახურდიას სიკვდილის მიზეზზე. უფრო მეტიც, მასმედიაში გავრცელდა მონაცემები იმის შესახებ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კვალი კეფის მიდამოებში იპოვნეს, რამაც უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

კონსტანტინე გამსახურიდა მოსკოვში გასულ კვირას ჩავიდა ყველაფრის გამოსაძიებლად. ის მოსკოვში შეხვდა თენგიზ კიტოვანს და იგორ გიორგაძეს. სწორედ გიორგაძემ შეატყობინა მას, რომ ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის ბრძანება შევარდნაძემ გასცა, პირველი პრეზიდენტის მოკვლა კი მას საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის დასჭირდა.

ახლა გამსახურდია აპირებს იმართოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კომისიის ქმედების ვადის გაგრძელებისა და მისთვის საგამოძიებო სტატუსის მინიჭების თხოვნით. ის ასევე აპირებს კომისიის სხდომაზე შევარდნაძის გამოძახებას და მის დაკითხვას.

თავად ექს-პრეზიდენტი ამის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ გამსახურდია არ იქნება ობექტური გასული წლების მოვლენების შეფასებისას. «საქართველოს უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძის მე არ მჯერა,- თქვა შევარდნაძემ.- მე მას მაშინაც არ ვენდობოდი, როდესაც ის ამ პოსტს იკავებდა. რაც შეეხება იმას, რომ გამსახურდიაზე ძებნა იყო გამოცხადებული, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. მისი ლიკვიდაციის შესახებ მე გვიან გავიგე». საინტერესია, რომ შევარდნაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზვიად გამსახურდიას ეძებდა ორი ჯგუფი: შსს-ს და და უსაფრთხოების სამსახურის გია გულუასა და ავთანდილ იოსელიანის ხელმძღვანელობით.

მიუხედავად ამისა, თუკი კომისია მიიღებს საგამოძიებო სტატუსს, მაშინ შევარდნაძეს მოუწევს რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა. თუმცა მოსკოვური მონაცემების გადამომება, უდავოდ, აუცილებელია.

საინტერესოა, რომ ზოგი პოლიტიკოსი გამსახურდიას მიერ შეგროვებულ ცნობებს ეჭვქვეშ აყენებს. არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ გიორგაძისა და კიტოვანი რეპუტაციით თუ ვიმსჯელებთ, ნაადრევია ამ მონაცემების დაჯერება. თუმცა პოლიტოლოგმა არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი რამისთვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100