RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისი ახალი საპროტესტო აქციების მოლოდინში

03.02.2010  |  10:48

5232.jpegსაახალწლო დღესასწაულების შემდეგ, რომლის შეხვედრასაც ნებისმიერი ადამიანი ცდილობს ოჯახურ წრეში პოლიტიკური დებატების გარეშე, საქართველო კვლავ აგრძელებს პროტესტს. ქართული ოპოზიცია კვლავ ბობოქარ გაზაფხულს გვპირდება და უკვე გამოაცხადა ახალი საპროტესტო ტალღის დაწყების შესახებ. ოპოზიციასთან ერთად იზრდება უკმაყოფილება საზოგადოების სხვა ფენებშიც. კვლავ დაფარავს თუ არა საქართველოს საპროტესტო ტალღა?

გასული წლის გაზაფხულის შემდეგ ოპოზიცია სულ რევანშის დაპირებებშია. ოპოზიციონერები ბობოქარ შემოდგომას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ საპროტესტო მუხტი არ აღმოჩნდა საზოგადოებაში. ექსპერტებმა ახსნეს, რომ საზოგადოება დაიღალა უსასრულო დაპირისპირებისგან. თანაც ოპოზიციამ ვერ შეძლო გაერთიანება და ვერ წარმოადგინა სამოქმედო გეგმა.

მმართველი უმრავლესობა კი იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ მან ეს რაუნდი მოიგო, არანაირ დათმობებზე აღარ წავიდა. უფრო მეტიც, მათ გაამკაცრეს მიტინგებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელი კანონი. ოპოზიციამ მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე თავისთვის სასურველი საპროცენტო ბარიერიც კი ვერ დაანიშნინა.

თუმცა როგორც ჩანს მოპოვებული გამარჯვებით ტკბობა მმართველ უმრავლესობას არც ისე დიდხანს მოუწევს. თბილისში კვლავ დაიწყო პოლიტიკური არეულობა.

ახლახან ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა გაერთიანება არჩენებისათვის. თანაც, ეს გაერთიანებული ბლოკი საკმაოდ ამბიციურ მიზნებს ისახავს.

ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ - კონსერვატიული პარტია, "მომავლის პარტია", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", სახალხო პარტია, "ქრისტიანი საქართველო" და "სამშობლოს შვილები", გამოაქვეყნეს "საქართველოს განარჯვების გეგმა".

როგორც კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას განახლებული ფორმატით იწყებს. მისი თქმით, იგეგმება აქციების ჩატარება რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს, ასევე პრაიმერიზი, რომლის შედეგების მიხედვითაც განისაზღვრება ოპოზიცის ერთიანი კანდიდატი თბილისის მერობისთვის.

პოლიტიკური ბრძოლის მორიგი ეტაპი უწოდა ძიძიგურმა 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდბლობის დღეს.

პრაიმერიზის ინიციატორ პარტიებს იმედი აქვთ, რომ მათ სხვა ოპოზიციური ძალებიც შეუერთდებიან.

თუმცა ადგილობრივი არჩევნების დრო ჯერ არ განსაზღვრულა და ხელისუფლებაც ამბობს, რომ ის 30 მაისზე გვიან არ დაინიშნება, ოპოზიცია ამტჯუცებს, რომ 30 მაისის იქნება იქნება მისი გამარჯვებისა და სააკაშვილის დამარცხების დღე.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" გაერთიანებაში არ შესულა. ის სულაც არ იზიარებს პრაიმერიზის ჩატარების იდეას.

როგორც მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, ისინი ვერ პრაიმერიზზე და ვერ დაგეგმლი აქციებზე იქნებიან პასუხისმგებლები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100