RSS
на русском en in english
23.09.2018
არხივი სტატიები
სტატიები

უვიზო მეგობრობა

03.02.2010  |  17:27

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება, იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შორის ფრიად მეგობრული და ნდობოით აღსავსე ურთიერთობები ჩამოყალიბდა. როდესაღაც თბილისთანაც ასევე იყო. 2006 წლიდან, როდესაც საქართველოს კურსი უკვე აშკარად ანტირუსული გახდა, მოსკოვმა სავიზო რეჟიმი შემოიღო ამ ძმურ ქვეყანასთან.

ამასობაში კი, რუსეთს დსთ-ს ყველა წევრ ქვეყანასთან და მსოფილოს კიდევ 20 სახელმწიფოსთან უვიზო რეჟიმის შეთანხმება აქვს, რომელთა შორისაც არის ბრაზილია, ისრაელი, სერბია, ნამიბია, ტაილანდი. 44 ქვეყნის წარმომადგენლებს აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ შეუძლიათ ვიზის მიღება. კიდევ 11 ქვეყანასთან არსებობს ვიზების გაცემის გამარტივებული ვარიანტი ანუ მოკლე დროში, მინიმალური დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

ქვეყნების სია, სადაც უვიზოდ შეუძლიათ ქართველებს გამგზავრება, გაცილებით უფრო ვიწროა. ორმხრივ შეთანხმებები დსთ-ს ყველა სახელმწიფოსთანაა ხელმოწერილი: რუსეთის, თურქეთის, ეგვიპტის, ირანის, ჩინეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქმენეთის გარდა. ევროპაში მიმავალ უკანონო მიგრანტებს საქართველოდან, რეგულარულად აკავებენ პოლონეთსა და საბერძნეთში.

იმავ დროულად საქართველომ, რომელსაც სურს ტურისტების და ინვესტორების მაქსიმალური რაოდენობა დაინტერესება, პორტალ „გრუზ-ინფოს" მონაცემებით, ცალმხრივი წესით გააუქმა ვიზები, 70-ზე მეტი მსოფლიოს ქვეყნისთვის. სხვათაშორის, რუსებისთვის, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა, შენარჩუნებულია ვიზების გაცემის გამარტივებული წესი: მათი ყიდვა პირდაპირ თბილისის აეროპორტში და სხვა სასაზღვრო პუნქტებზე შეიძლება.

 

სალომე ბატიანი

1 2 
3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100