RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უვიზო მეგობრობა

03.02.2010  |  17:27

5239.jpegრუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, უვიზო მიმოსვლის განახლების შესახებ შეთანხმებამ, საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი გაღიზიანება გამოიწვია. იქ რუსეთის ხელისუფლების მიერ, საქართველოს ყოფილი რეგიონის სასარგებლოდ გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე ნერვიულობენ თუმცა, კი შეთანხმება ვერ შეძლებს, რეალურად გააუქმოს რუსეთ-სამხრეთოსეთის საზღვრის ისედაც უკონტროლო გადალახვა. მაგარამ, ძალას შემატებს სამხრეთ ოსურ პასპორტებს.

სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის არ ყოფილა და არც იქნება სასაზღვრო ბარიერი. გუშინ ხელმოწერილი, უვიზო რეჟიმის ორმხეივი შეთანხმება საშულაებას მისცემს მოსახლეობას საზღვარი ძველებურად ანუ რუსული პასპორტებითაც გადალახოს და ასევე სამხრეთ ოსურითაც.

საქართველოში ამსთან დაკავშირებით ქილიკობენ, რომ დოკუმენტს არანაირი აზრი არ აქვს. როგორც განაცხადა ვიდეო ხიდის მიმდინარეობისას საქართველოს სახლმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის დარგში თემურ იაკობაშვილომა, „ეს მორიგი წარუმატებელი ხუმრობაა", გადმოსცემენ საინფორმაცოიო სააგენტოები.

„თუ არ ვცდები, რუსეთის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ სამხრეთ ოსეთში ყველა ადამიანი მათი მოქალაქეა. თუ კი ისინი ხელს აწერენ საკუთარ მოქალაქეებთან შეთანხმებას უვიზო კავშირის შესახებ, ამ შემთხვევაში მათ მართლაც გადააჭარბეს".- განაცხადა მან.

მიუხედავად ზოგიერთი ექსპერტის სარკაზმისა, თბილისი სერიოზულად შეშფოთებულია, რომ სამხრეთ ოსეთი ახალ საფეხურზე ავიდა, სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების გზაზე. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი ნინო კალანდაძის განცხადებაში.

„რუსეთის მცდელობები, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია მოახდინოს, როდესაც იქ წლების განმავლობაში ურიგებენ მოსახლეობას რუსულ პასპორტებს, ადამიანების სურვილის საწინააღმდეგოდაც კი".

მისი სიტყვების მიხედვით: „უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება, ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას". - გადმოსცემს „ინტერფაქი".

კალანდაძეს დაეთანხმა ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილიც. „რეალურად არაფერი იცვლება. რუსეთი არ ითვალისწინებს საერთაშორისო აზრს და აგრძელებს საერთაშორისო სამართლის იგნორირებას".- კომენტარი გააკეთა მან.

თუმცა, საერთაშორისო ნორმების დარღვევის შესახებ წამოყენებული ეს თეზისი, ვერ უძლებს კრიტიკას. სამხრეთ ოსეთი, რუსეთისა და კიდევ მოსფლიოს სამი ქვეყნის აზრით, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აქვს ნებისმიეროი შეთანხმების დადების უფლება, თბილისის აზრის გათვალისწინების გარეშე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100