RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაამართლებს თუ არა „ქართული კანონი“?

04.02.2010  |  09:57

5246.jpegმიუხედავად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების ლიდერების მიმართ ზომების გამკაცრებისა, საქართველოდან კანონიერი ქურდების ექსპორტი რუსეთში გრძელდება. გუშინ მოსკოვში დააკავეს გურამ ჩიხლაძე. ოპერატიული მუშაკების თქმით, ის - მოსკოვის რეგიონში სერიოზულ გავლენას ახდენდა კრიმინოგენულ მდგომარეობაზე. უკანასკნელი კვირის განმავლობაში, ეს - მოსკოვში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის დაპატიმრების, უკვე მეორე შემთხვევაა შექმნილ სიტუაციაში შესაძლებელია თუ არა გავლენის მოხდენა თბილისიდან „ექსპორტზე"?

როგორც ცნობილია, კრიმინალების ექსპორტი - საქართველოსთვის სულაც არ არის ახალი მოვლენა. ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მოსკოვს ღვინით კი არ ამარაგებს, არამედ კანონიერი ქურდებით და სხვა კრიმინალური ელემენტებით. „ჩვენთან ისეთივე კანონები მოქმედებს, როგორიც ამერიკაშია",- ხაზგასმით აღნიშნავდა საქართველოს ლიდერი მაშინ.

თუმცა, როდესაც სააკაშვილი მთელ კრიმინალიტეტზე საუბრობდა, ცდებოდა. უკვე ივლისში, ბათუმში დანაშაულებრივი ორგანიზებული დაჯგუფება იქნა დაკავებული, ისინი ტრანზიტულ შემადგენლობებს ძარცვავდნენ: აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთისა და სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთით. ბანდიტები ხსნიდნენ და დალუქული ვაგონებიდან, ავტომანქანებში ტვირთავდნენ აპარატურას, სამშენებლო მასალებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. დაკავებისას, პოლიციამ ეჭვმიტანილებისგან მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი ამოიღო.

რაც შეეხება კანონიერ ქურდებს, საქართველოს კანონმდებლობაში მართლაც არსებობს მუხლი, რომელიც ამ კატეგორიის კუთვნილების შემთხვევაში 20-იდან 25-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსში არის სხვა მუხლიც, რომლის თანახმადაც ბრალის მთავარ მტიცებულებად, თავად ეჭვმიტანილის მიერ საკუთარი „ქურდული სტატუსის" აღიარება მიიჩნევა. თუმცა, საკუთარი ნებით ქურდებს თავიანთ წოდებაზე უარის თქმა არ შეუძლიათ, ვინაიდან კრიმინალური ავტორიტეტის კოდექსის მიხედვით, ამგვარი ქმედება მიუღებელია. სწორედ ამ ნიუანსით განმარტა, რუსეთის შსს-ს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ისკანდერ გალიმოვმა, ფედერაციაში ქართველი კრიმინალური „მომთაბარეების" ესოდენ დიდი რაოდენობა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100