RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი გმირების ქანდაკება იქნება

04.02.2010  |  09:59

5247.jpegუკვე ამ გაზაფხულზე მოსკოვში ძეგლს დაუდგამენ დიდ სამამულო ომში დაღუპულ ქართველ გმირებს. ეს ძეგლი დაიდგმება «დიდების მემორიალის» ნაცვლად, რომელიც 2009 წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ააფეთქეს.

ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ განაცხადა, რომ საუბარია სრულებიტ ახალი ქანდაკების შექმნაზე.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს 2 თებერვალს პირველი სხდომის შემდეგ, რომლებიც გაიმართება ძეგლის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით.

ხუბუტიას თქმით, ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ზუსტად იგივე მემორიალის დადგმა, ამიტომაც გადაწყვეტილია, რომ ახალი დაიდგმება.

ხუბუტიას თქმით, მემორიალის პროექტი კონკურსის მიხედვით აირჩევა. კონკურსი 9-10 თებერვალს გამოცხადდება. «თავიანთი ნამუშევრების წარდგენა ყველა მსურველს შეუძლია. მოხარული ვიქნებოდი, კონკურსში ქართველმა არქიტექტორებმაც რო მიიღონ მონაწილეობა. ეს ახალი მემორიალი, ხომ უნდა უწყობდეს ხელს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაგრძელებას. მე მზად ვარ ყველანაირად შევუწყო ხელი მონაწილეობის მიღების მსურველ ქართველებს»,- თქვა ხუბუტიამ.

შეგახსენებთ, რომ დიდების მემორიალი ქუთაისში ააფეთქეს 19 დეკემბერს და შედეგად დაიღუპნენ 8 წლის გოგონა და მისი დედა. ისტორიული ვანდალიზმის წინააღმდეგ ქართული და რუსული საზოგადოება გამოვიდა. პუტინმა განაცხადა, რმ დანგრეულ მემორიალდ მოსკოვში აღადგენდნენ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მას აღადგენს ზურაბ წერეთელი: ზურაბს მტელი კოლექტივი ჰყავს... რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი მერაბ ბერძენიშვილის დახმარებისა». თუმცა ამჟამად ზურაბ წერეთელი სხვა პროექტით არის დაკავებული. როგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი, ის პიატიგორსკში აღმართავს კავკასიელი ხალხის ერთობის ძეგლს. ამ წინადადებით გასულ კვირას გამოვიდა სტავროპოლის მხარის გუბერნატორი ვალერი გაევსკი.

წერეთელი დათანხმდა ამ პროექტს და თქვა, რომ აკადემიაში ბევრი ვარიანტი მოიძებნება. რაც შეეხება ქართველი მეომრების მემორიალს, წერეთელი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ქუთაისში დანგრეული ქანდაკების განმეორება. «როგორ შეიძლება რომ ვინმემ სხვისი სკულპტურა გაიმეოროს? ამის გაკეთება არ შეიძლება. განა შეიძლება, რომ ვინმემ გაიმეოროს სხვის მიერ დაწერილი ლექსი ან მუსიკა? ასეთი რამ არ ხდება და არც არასდროს მომხდარა»,- განაცხადა ზურაბ წერეთელმა.

თუმცა მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ უარი არ ეთქვათ მემორიალის შექმნის იდეაზე. ამ ამოცანის რეალიზებისთვის საჭირო გახდა სამეურვეო საბჭო. მას სათავეში ჩაუდგა მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი. საბჭოს შემადგენლობაში არის ასევე მიხეილ ხუბუტიაც. «მემორიალის თავიდან აგება თითოეული ქართველის ღირსების საკითხია. იმ ომიდან სახლში დაახლოებით 400 000 ქართველი არ დაბრუნებულა. ნუთუ გვაქვს უფლება, რომ დავივიწყოთ მათი ხსოვნა და გმირობები?»,- განაცხადა ხუბუტიამ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100