RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

«ჟვანიას საქმე» მტკიცებულებებს ელის

04.02.2010  |  10:03

5248.jpeg2005 წლის სამ თებერვალს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცხედარი იპოვნეს. ოფიციალური გამოძება შეჩერდა გაზით გაგუდვის ვერსიაზე. თუმცა ოპოზიციონერების განცხადებებისა და საქმეში არსებული უზუსტობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს განზრახ მკვლელობა უფრო იყო. ეჭვქვეშ მიხეილ სააკაშვილის გუნდი დგას.

ზურაბ ჟვანია ხელისუფლებისკენ მხარდამხარ მიდიოდა ნინო ბურჯანაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მათ «რევოლუციურ სამეულს» ეძახდნენ. მათ ერთად მიაღწიეს ედუარდ შევარდნაძის გადადგომას.

ბევრი ექსპერტის აზრით, ჟვანია ამ სამეულში ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი იყო. როგორც გაზეთებში იწერება, სააკაშვილი მაშინაც გიჟს გავდა. მიტინგებზე მას დორბლი სცვიოდა. «ასეთ პრეზიდენტებს ხმას არ აძლევენ. საქართველოს უკვე ყავდა ერთი გიჟი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. ესეც საკმარისი იყო»,- ბჭობდნენ ჟურნალისტები.

ამიტომაც «ყოფილების» პროპაგანდის დარტყმა ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგ გამოიყენეს. გავრცელდა უამრავი მასალა სადაც ყურადღება იყო გამახვილებული მის სომხურ წარმომავლობასა და არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე. საბოლოოდ ჟვანიამ მეორე პლანზე გადაინაცვალა და ლიდერად ბურჯანაძე წმაოიწია.

ამასობაში კი სააკაშვილის «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» ძალებს იკრებდა. როდესაც მიშიკომ ვარდების რევოლუციის შემდეგ გამართულ პირველ არჩევნებში გაიმარჯვა, მან ზურაბ ჟვანია პრემიერად დანიშნა.

თუმცა, ამ პოსტზე ჟვანიამ სულ რამდენიმე თვე იმუშავა.

მისი ცხედარი იპოვეს თბილისში საბურთალოს ქუჩაზე ნაქირავებ სახლში. იქვე იპოვნეს მისი ახალგაზრდა მეგობრის, ქვემო ქართლის გუბერნატორის რაულ უსუპოვის ცხედარი. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ სიკვდილის მიზეი იყო მხუთავი აირით გაგუდვა.

გამოძიება თითქმის მაშინვე გადაიხარა უბედური შემთხვევისკენ.

ქართველ სპეციალისტებს ეხმარებოდნენ ამერიკელი ექსპერტებიც გამოძიების ფედერალური ბიუროდან. თუმცა როგორც მოგვიანებით განაცხადა ზურაბ ჟვანიას ძმამ გიორგიმ, ამერიკელი გამომძიებლების მოხსენებას საბოლოოდ იგნორი გაუკეთდა, ზოგიერთი პუნქტი კი სრულიად საირისპიროდ გადმოსცეს. თუკი ისინი წერდნენ, რომ მოწამვლა ვერ მოხდებოდა გამათბობლიდან გამოპარული გაზით, მოხსენების ქართლ ვერსიაში საუბარი იყო: «მოწამვლა შეიძლება გამოწვეული იყოს გაჟონვით».

როგორც ჟვანის ქვრივმა ნინო ქადაგიძემ განაცხადა ტელეკომპანია «კავკასიის» ეთერში, ჯერ კიდევ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა დაგროვილიყო მხუთავი აირი ისეთ ოთახში, სადაც ფანჯრები მჭიდროდ არ იკეტებოდა. ის ამტკიცებს, რომ მათ ოჯახს საქართველოდან წასვლა სურდა. «ზურაბს ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა»,- თქვა მან.

უსუსპოვის ნათესავებიც დარწმუნებულები არიან, რომ მოხდა მკვლელობა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100