RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილმა პირობა დადო, სააკაშვილმა შეასრულა?

05.02.2010  |  08:51

5257.jpegპროგნოზების მიუხედავად, საქართველო არ აპირებს უკრაინის არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლების გაგზავნას. სააკაშვილის თქმით, თბილისი არ გაგზავნის თავის წარმომადგენლებს, რადგანაც საქართველოს არ სურს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა, ისტორიას ახსოვს უამრავი ფაქტი, როდესაც სააკაშვილმა პირობა არ შეასრულა. ეს შემთხვევაც მსგავსი რამით ხომ არ დასრუდება და შეიძლება თუ არა ამ სიტუაციაში სააკაშვილის ნდობა?

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ქართველი დამკვირვებლები შეიძლება უკრაინაში ჩასულიყვნენ, ააფორიაქა ოდესა. იქაური დეპუტატები შეკრიბნენ არჩევნების შესაძლო ჩაშლის განსახილველს, მათ ასევე მიმართეს ქვეყნის ხელისუფლებას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას თხოვნით, რომ მათ «მისცენ შესაბამისი შეფასება ტიმოშენკოსა და მისი მფარველების ანტისახალხო ქმედებებს».

საქმე ისაა, რომ ახლახან ტიმოშენკომ აღიარა, რომ მისი და სააკაშვილის გავრცელებული ჩანაწერი ნამდვილია. მათ საუბარში ლაპარაკია ბრძოლისუნარიან ხალხზე, რომლებიც მზად არიან აუცილებლობის შემთხვევაში ტიმოშენკოს დახმარება გაუწიონ. თუმცა თავად პრემიერ მინისტრმა გამოძრომა მოახერხა: თურმე, ქართველი ლიდერი გულისხმობდა ქმედითუნარიან დამკვირვებლებს და არა ნინძებს.

შექმნილ სიტუაციაში ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ქართველები ქმნიამ მასობრივ არეულობებს დონეცკში, ფეხზე დააყენა ეს ქალაქიც. ადგილობრივ ქალაქის მერს ალექსანდრე ლუკიანეჩკოს მოუწია საქართველოს ელჩისთვის გრიგოლ ქათამაძისთვის მიმართვა, დონეცკში ქართველების ჩამოსვლისთვის ხელის შეშლის თხოვნით.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ქარტველთა თავგადასავლებია უკრაინაში. ზოგიერთი ეგრეთ წოდებული დამკვირვებელი მუშაობდა მასმედიის მუშაკთა ყალბი პასპორტებით, ისინი ერთ-ერთი უბნის დამკვირვებელსაც დაემუქრნენ და ცდილობდნენ საარჩევნ ურნებისთვის ლუქების აძრობას. უფრო მეტიც, ერთ-ერთ მათდგანს წინდაში დამალული ელექტროშოკერიც უპოვნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი საუბრობს უკრაინაში პოლიტიკური ძალების კონსესუზე ქართული ძალოვანი სტრუქტურების უკრაინის საქმეებში ჩარების საკითხებში, ქართული დელეგაციის შესაძლო ჩასვლის თემა მაინც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ქვეყანაში.

ახლახან ვნებათაღელვის ჩაცხრობას შეეცადა მიხეილ სააკაშვილი. მან უკრაინელებს უსურვა წარმატებები და კიევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას. ამასთანავე მან პირობა დადო, რომ საქართველო არ გააგზავნის დამკვირვებლებს მეორე ტურზე და ყველა თვის მოქალაქეს მოუწოდა, ანუ მათ ვინც ახლა უკრაინაში დამკვირვებელთა სტატუსით იმყოფებიან, სამშობოში დაბრუნებისკენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100