RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პრევენციული პროტესტი

05.02.2010  |  09:54

5258.jpegილუზორიულია შთაბეჭდილება, რომ თითქოს და საქართველო შეეგუა მიხეილ სააკაშვილის 2013 წლამდე ატანის აუცილებლობას. გაზაფხულის პირას მოიჭარბებული ჰორმონები, ოპოზიციას კვლევ ქუჩებისკენ უბიძგებს. მართალია, წელს აღარ გაისმის პრეზიდენტის გადაგოიმის მოთხოვნები, მაგრამ აპრილის აქციები კვლავ მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. თბილისის მერის არჩევნების წინ, ეს გაფრთხილებასავით ჟღერს და სავარაუდოდ, მთავრობა ფალსიფიცირების მცდელობებისაგან უნდა შეაკავოს. მხოლოდ ეს არის?

საქართველოს ოპოზიციის ადრინდელი ოპტიმიზმისგან, კვალიც კი არ დარჩა. თუ კი გასულ წელს ყველა რასაპარლამენტო პარტია და საპარლამეტოთა ნაწილიც საქართველოში მიტინგებისათვის ემზადებოდა, მოთხოვნებით - რომელთა მთავარი პრონციპიც გახლდათ „ყველაფერი ან არაფერი", ამჯერად მოთხოვნები გაცილებით უფრა თავმდაბალი და თავშეკავებულია.

„ქუჩის ლიდერებმა" გასული წლის გაზაფხულის გაკვეთილების და შდეცდომები ხარჯზე, კარგად აითვისეს: სანამ დასავლეთი მატერიალურად ეხმარება ქვეყანას, პრეზიდენტის გადადგომი მიღწევა, პრაქტიკულად არარეალურია. რამდენი დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს მან, რა ჩიხშიც არ უნდა შეიყვანოს ქვეყანა, სანამ პენსიონერებსა და ბიუჯეტზე დამოკიდებულ ადამიანებს ფულს უხდიან და სანამ თუნდაც საჩვენებელ საწარმოებს ხსნიან, ახალი რევოლუციის მოწყობა, არ გამოვა.

სწორედ ამიტომაც, ზაფხულის ბოლოს სააკაშვილის პოლიტიკით უკმაყოფილოთა ნაწილი, მოლაპარეაკებებზე დათანხმდა. და შეცდა კიდეც, იმიტომ რომ ხელისუფლებამ საკუთარი დაპირებები და ვითომც დათმობები იმგვარად შეასრულა, რომ ამით მხოლოდ და მხოლოდ გაიმაგრა საკუთარი პოზიციები.

სტრატეგიული ქალაქის - თბილისის მერის არჩევნები, პირდაპირი გახდა, მაგრამ 30 პროცენტიანი ბარიერი უცვლელი დატოვეს, რაც მმართველი უმრავლესობის წარმომადგენელს, დედაქალაქის ამჟამინდელ მერს გიგი უგულავას, ხელს აძლევს.

ასე რომ, რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენების და ირაკლი ალასანიას პარტიისგან შემდგარმა „ალიანსი საქართველოსთვის", ინანა კიდეც, რომ მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კანონის შესწორებებზე მუშაობაში. ხელისუფლებამ ბინძურად გამოყენა ეს და განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი ოპოზიციასთან კოსენსუსის მიღწევის რეზულტატია. თუმცა კი შეთანხმებას, არასაპარლამენო პარტიიდან არცერთმა წარმომადგენელმა არ მოაწერა ხელი.

შეურიგებელი ოპოზიცია - ნინო ბურჯანაძე თავის „დემოკრატიულ მოძრა-ერთიან საქართველო"-სთან ერთად, სალომე ზურაბიშვილი და „საქართველოს გზა", ეკა ბესელია პარტიით „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" და შალვა ნათელაშვილი ლიბერალისტული პარტიით შემოდგომაზეც შეეცადნენ ხალხის ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოყვანათ, მაგრამ უშედეგოდ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100