RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს პრეზიდენტს ყველა ფრონტზე უტევენ

05.02.2010  |  12:16

5259.jpegმიხეილ სააკაშვილი საკუთარი მმართველობის პერიოდში, არაერთხელ აღმოჩენილა ურთულეს სიტუაციებში. რა აზრისაც არ უნდა იყვნენ მასზე ოპონენტები, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, როგორც პროფესიონალი ფიარის სპეციალისტი, ყოველთვის პოულობს გამოსავალს და ყველა აშკარა მინუსს, მართალია საეჭვო, მაგრამ მაინც საკუთარ პლიუსად აქცევს. სწორედ ამდაგვარი რამ ვიხილეთ 2008 წლის აგვისტოს ომი შემდეგ და მას მოყოლილი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისისას. ახლაც სააკაშვილი ერთბაშად რამდენიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სათვალავში, სააკაშვილის კრემლთან აშკარა კონფრონტაციაც რომ არ გავითვალისწინოთ, მას მაინც ყველა მხრიდან უტევენ და აკრიტიკებენ - ოპოზიციონერებიც, დასავლეთიც და ევროპაც. ამჯერადაც შეძლებს მიხეილ ნიკოლოზის ძე შექმნილი ვითარების დარეგულირებას?

ტრადიციულად ემოციური გამოსვლებით სააკაშვილი, რეგულარულად ჩნდება ტელეეკრანებზე. როგორც წესი, ის მიღწევებზე და გრანდიოზულ გეგმებზე საუბრობს, რომლებიც როგორც ყოველთვის „შეუდარებელი და გიგანტურია". ყველა მარცხში, ტრადიციულად რუსეთს ადანაშაულებს. ასე რომ, თუ კი სააკაშვილს სიტუაციაში გაუცნობიერებელი ადამიანი მოუსმენს, მან თავისუფლად შეიძლება სრულიად ოპტიმისტური პროგნოზები გააკეთოს, ქვეყნანაში შექმნილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაზე.

მაგრამ, საქართველოში როგორც ყოველთვის არაფერია მარტივად. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი არა მარტო ევროპის მხარდაჭერას კარგავს, არამედ კურთხეული დასავლეთისასაც. გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მისმა ამერიკელმა მრჩეველმა დენიელ კუნინმა მიატოვა. თუმცა, პრეს-სამსახურმა უარყო ეს სიახლე. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცახდებით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ დღეებში ქართულმა გამოცემამ „ყველა სიახლე" გამოაქვეყნა სტატია: „სააკაშვილი შესაძლოა სერიოზულად შეაშფოთოს საკუთარმა პოლიტიკურმა მომავალმა"

გაზეთი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში, საზღვარგარეთული მასემდიის უდიდესი ნაწილის ტონალობა ნეგატიური მომართულებით შეიცვლა. არადა მას, სულ ცოტა ხნის წინ „ოქროს ბიჭუნად" მიიჩნევდნენ ვაშინგტონში. „ხშირად ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის პოლიტიკის გამო საქართველოს არასტაბილური ქვეყნის იმიჯი აქვს და სწორედ ამიტომ შეწყდა ქვეყანაში სოლიდური ინვესტიციების შემოსვლა",- წერს გამოცემა.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100