RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მიმინო მიფრინავს ბაქოში, მაგრამ არა მოსკოვში

08.02.2010  |  09:55

5270.jpegსაბჭოთა კინოს ქართველი ლეგენდა ვახტანგ კიკაბიძე მარტში თავისი ბაქოელი თაყვანისმცემლების მონახულებას აპირებს. კონცერტები მიეძღვენა არტისტის 70 წლის იუბილეს, რომელიც ის მან ჯერ კიდევ სამხრეთ ოსეთის ომის დროს აღნიშნა, მაგრამ საიუბილეო ტურნეს ჩატარება ვერ მოასწრო. მოსკოვში ბუბა არც აპირებს ჩასვლას.

ვახტანგ კიკაბიძე არ ჩქარობს სცენიდან პოლიტიკაში, ან სულაც დამსახურებულ პენსიაზე გასვლას. 3 მარტს თბილისის ფილარმონიაში ჩატარდება მისი კონცერტი, რომელიც მიეძღვენა დედის დღეს. საერთაშორისო ქალთა დღე 8 მარტი კი მას სურს მიულოცოს აზერბაიჯანელ ქალებს ბაქოს ფილარმონიაში გამართული კონცერტით.

როგორც თავად არტისტმა განაცხადა, ამჟამად ის აწარმოებს მოლაპარაკებებს გასტროლის დეტალების თაობაზე. „კონცერტის სპონსორი იქნება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია. ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი საბოლოოდ ცნობილი ინება. მე ვისურვებდი ბაქოში ჩემს მეგობრებთან ერთად ჩასვლას და საერთო კონცერტის ჩატარებას, რადგანაც ჩვენ ყველას გვიყვარს ეს ქალაქი და არ გვსურს გავუშვათ ხელიდან იქ ჩასვლის კიდევ ერთი შესაძლებლობა. კარგი იქნებოდა ეს რომ გაკეთებულიყო როგორც ტურ-მოგზაურობა, რათა მსურველ ქართველებს ჩვენთან ერთად კონცერტზე წამოსვლა შეძლებოდათ ავტობუსებით",- აცხადებდა ბუბა კიკაბიძე.

რუსეთში მფრინავი სახელად მიმინო, როგორიც ის 10 მილიონობით საბჭოთა მაყურებელს ახსოვს, არც აპირებს ჩასვლას.

იანვრის დასაწყისში მან აღიარა, რომ მას რუსი თაყვანისმცემლები აკლია. მეგობრობის ორდენზე უარის თქმის, მტრული სიტყვებისა და სიმღერის „თქვენ მე არ მიღალატეთ, არამედ იმედი გამიცრუეთ" - შემდეგ ეს სიტყვები არც ისე გულწრფელად ჟღერდა.

კიკაბიძემ თქვა, რომ „ენატრება რუსი მეგობრები და მსმენელი". „იქაურ მსმენელს ჩემი სჯერა... სიცოცხლით დაღლილი, პოლიტიკისგან შორს მყოფი ხალხიფულს გიხდიან, შენ კი უმღერი და მათ პრობლემები ავიწყდებათ. როდესაც მე რუსეთში გამოვდივარ ესტრადაზე, თავს ჩემს სამყაროში ვგრძნობ. შემიძლია სიმღერის ნაცვლად ვისაუბრო, მაინც მომისმენენ რუსები და ასეთი შემთხვევებიც ყოფილა",- თქვა მან.

მაშინკიკაბიძემ აღიარა, რომ ეტრფის რუსულ კულტურას. მან, პირველ რიგში, იგულისხმა ტურგენევი, ტოლსტოი, პუშკინი , ჩეხოვი და ჩაიკოვსკი. „არც ერთი ქართველი არ მისცემს თავს და შვილთაშვილებს იმის უფლებას, რომ უარი თქვან ამ გიგანტებზე",- თქვა მან. თქვა ისე, თითქოს ქართველები რუსულს კვლავ სავალდებულოდ სწავლობენ, ვითომ უცხოური ფილმების ცქერა კვლავ შეიძლება საქართველოში რუსული თარგმანით და ვითომ ბუბამ არ იცის რუსული ენისთვის გამოცხადებული ბოიკოტის შესახებ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100