RSS
на русском en in english
24.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია მოსკოვთან დიალოგისთვისაა მზად

08.02.2010  |  10:01

5272.jpegსაქართველოში ამერიკელი და ევროპელი სტუმრები იმყოფებიან. აშშ-ს სახელწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის დარგში ფილიპ გორდონი. ისინი უკვე შხვდნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორც მასმედია იტყობინება, მათ პირობა დადეს, რომ გარკვეულ ფინანსებს გადმოყოფენ პოლიტიკური უთანხმოებებით აფორიაქებულ ქვეყანაში დემოკრატიის განსავითარებლად. ამავ დროულად, კი საქართველოში სულ უფრო ხშირად იყურებიან ჩრდილოეთისკენ. გუშინ, საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ - კონსერვატიულმა პარტიამ განაცხადა და რომ: „საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყების მოხრეა, ამ ორი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით". ოპოზიციური „დემოკრატიული მიოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მზად არის ჩავიდეს მოსკოვში. მმართველი უმრავლესობა არ აკეთებს კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიცვალა პოზიცია და კრიტიკული განწყობა კრემლის მიმართ საქართველოს შემოქმედებითმა ინტელიგენციამ. მაგრამ, შეტევა „მოღალატეებზე" კვლავ გრძელდება ქართულ მასედიაში.

ამერიკელი სტუმრები, ვერ დააკმაყოფილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულმა პროცესებმა და მათ პირობა დადეს, მიუხედავად კრიზისისა, ფინასები გაუნაწილონ პატარა „დემოკრატიის შუქურას" (საქართველოსთვის, ჯორჯ ბუშის მიერ მიცემული შეფასება - ი.პ.) როგორც როსბალტი იტყობინება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოდგილეებთან ჯეიმს სტეინბერგთან და ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ. საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა - გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიის განსავითარებლად გამოყოფს ფულს. ამ დახმარების ოდენობა, თარგამაძემ არ დააზუსტა. „ახალი, რაც ჩვენ გავივგეთ, ეს ის არის რომ აშშ მიუხედავად ხარჯების შეკვეცისა სხვადასხვა მიმართულებებით და მათ შორის ქვეყნის შიგნითაც, აპირებს საქართველოს დახმარება გაუზარდოს, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არჩევნები საქართველოშიბ, საზოგადოების კონსოლიდაციის საფუძველი გახდება".- განაცხადა თარგამაძემ.

არასაპრალამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შედეგების შეფასებისას, განაცხადეს: საქართველოში დემოკრატისს განვითარების დარგში ჯერჯერობით პროგრესი არ არის. შექმნილ სიტუაციაში ახალი ფინანსური დახმარება გამოიღებს თუ არა შედეგს, ოპოზიციონერებს არ დაუზუსტებიათ. ამასობაში, მიუხედავად მმართველი „ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევისა, რომელნიც „მოღალატის" დამღას ასვამს ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს ვინც გაბედავს ერთმორწმუნე რუსეთთან დიალოგს, ოპოზიციის რიგებში სულ უფრო იზრდება მზადყოფნა იმისა, რომ ლაპარაკიდან პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ და რუსეთთან რეალური მოლაპარაკებების პროცესი დაიწყონ.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100