RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოქრუაშვილის ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში

09.02.2010  |  10:02

5283.jpegსაქართველოს პოლიტიკურ არენას კვლავ ჩრდილი მიაყენა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მოჩვენებამ. რატომ მოჩვენებამ? საქმე ისაა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც ქვეყანაში ის ის იყო დაიწყეს საუბარი საგაზაფხულო საპირისპირებაზე, თბილისში ხმა გავრცელდა „ქორი" საქართველოში დაბრუნებას აპირებსო. თუმცა მტკვრის ნაპირებზე დაბრუნება მას ჯერ კიდევ არ გაურისკავს. საქართველოს შსს-ს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ ყოფილ მეგობარს „კანონისამებრ" დახვდებიდა - ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ირაკლის ციხე ემუქრება.

ამასთანავე ქართულ მასმედიაში ბოლო ხანებია გრძელდება კამპანია თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღდმეგ. ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ოქრუაშვილთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე და ეროსი კიწმარიშვილი.

ქართულმა გაზეთმა „ალიამ" წყაროს დასახელების გარეშე დაწერა: „რამდენიმე დღის წინ შვეიცარიაში მყოფმა ნინო ბურჯანაძემ, თბილისიდან წასულმა ლევან გაჩეჩილაძემ და ტელეკომპანია „მაესტროს" ახალმა მფლობელმა ეროსი კიწმარიშვილმა პარიზში ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულეს. მიზეზები, რის გამოც ოპოზიციამ მას მიმართა, გასაგებია. ფული ყოველთვის საჭიროა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საუბარი ეროსი კიწმარიშვილზეა". როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, ბურჯანაძე ახლა ალასანიას დაძირვას ცდილობს, ამისათვის კიმას ფული სჭირდება.

რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, რომელსაც თბილისში, როგორც წესი, „გრეჩიხას" უწოდებენ, მან გამოაცხადა „მესამე ტალღა" გახსნილად. ეროსი კიწმარიშვილი „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ის იმიტომ ჩამოაშორეს არხს, რომ დაკავდა ალტერნატიული რევოლუციური პროექტით საქართველოს მედია სივრცეში. ჩანაფიქრის ასრულება ბევრი ფულის გარეშე წამროუდგენელია.

კომენტარები ოქრუაშვილთან მოლაპარაკებების შესახებ გააკეთა მხოლოდ ბურჯანაძემ. მან აღნიშნა: „მე არ შევხვედრივარ ოქრუაშვილს. მე ვიყავი ოპარიზში ძალიან ცოტა ხნით და არც კი მიფიქრია, რომ ასეთი შეხვედრა აუცილებელია. ბევრ საკითხში ჩემი აზრი არ ემთხვეოდა ირაკლის აზრს მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, ჩვენი აზრები არც მისი წასვლის შემდეგ დაემთხვა. მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ის პოლიტიკური დევნილია, რომ ის და მისი პარტია ახლანდელ ხელისუფლებას ებრძვიან. ამიტომაც მე ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ მასთან კონტაქტში. შეხვედრა არ ყოფილა. რომ შევხვედროდი, მე აუცილებლად დავადასტურებდი ამას და თუკი ჩავთვლი საჭიროდ, ხვალვე წავალ, შევხვდები მას და ამას არ დავეკითხები სააკაშვილს და მის გარემოცვას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100