RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იძულებითი კონკურსი

09.02.2010  |  10:05

5284.jpegრუსული აგრესიის თემატიკა საქართველოში ძველებურად აქტუალურია. მას გამუდმებით ახსენებნ ქართველი პოლიტიკოსები სახალხო გამოსვლებში. ამ თემაზე იღებენ ფილმებს, დგამენ სპექტაკლებს, წერენ ლიტერაურას და მოსიკალურ ნაწარმოებებს. მაგრამ ამ ყველაფერს ზრდასრული ხალხი აკეთებს. ისინი, ვინც, შეიძლება, საკუთარი თვალებით ნახა როგორ იბომბებოდა გორი ან როგორ შედიოდნენ რუსული ტანკები ქართულ სოფლებში. თუმცა რუსული აგრესიის, უფროსწორად რუსი სამხედროების აგრესიული ქმედების, რაც გამოიხატება ადამიანების ცემაში, მოკვლაში და მარადიორობაში, თვითმხილველი არც ისე ბევრია უბრალო ხალხში.

რუსული აგრესიის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ ძირითადად ქართველი პოლიტიკოსებისგან, გადაცემებისა და სიუჟეტებისგან იცის, რომლებიც ქართულმა ტელეკომპანიებმა დაამზადეს. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ამ მხრივ „რუსთავი 2"-მა, რომელიც მრავალი დღის განმავლობაში ატრიალებდა ეთერში სიუჟეტებს, სადაც რუს სამხედროებს სატვირთოებით გაჰქონდათ საქართველოდან ყველაფერი, უნიტაზებიც კი. თუმცა, მანქანებზე დადებული უნიტაზები ნაჩვენები არ ყოფილა. თანდათან რუსული აგრესიის თემატიკა უფრო მცირეწლოვან აუდიტორიაზე გადავიდა. ახლა სკოლებში გამოცხადებულია კონკურსი „რუსული აგრესიისადმი" მიძღვნილ საუკეთესო ნახატზე.

მოსწავლეები, განსაკუთრებით კი თბილისელი ბავშვები, რომლებიც შორს არიან პოლიტიკისგან და უფრო მეტად ბავშვური პრობლემები ადარდებთ, ვერ ხვდებიან: მაინც რა უნდა დახატონ. „აგრესიის" შესახებ გაკვრით გაუგიათ რაღაც ტელევიზორში, მაგრამ როდესაც ამ აგრესიას შენი თვალით ვერ ხედავ, მისი დახატვა არც ისე ადვილია. ყველაზე საინტერესო კი ამ ყველაფერში ისაა, რომ კონკურსში მონაწილეობა სავალდებულოა ყველასთვის, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ერთგვარი იძულებითი კონკურსია. „ორშაბათს ყველას მოტანილი გქონდეთ ნახატები რუსული აგრესიის თემაზე, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე",- დაახლოებით ასე მიმართა გასული კვირის ბოლოს ერთ-ერთი თბილისური სკოლის პედაგოგმა მოსწავლეებს. მათ, ვინც ნახატს არ მიიტანს, ორიანით დაემუქრნენ ხატვაში.

ბავშვებიც მთელი შაბათ-კვირა გამალებით ხატავდნენ „რუსულ აგრესიას" - ტანკებს და თვითმფრინავებს რუსეთის დროშებით, აფეთქებუ ბომბებს, ცეცხლმოკიდებულ სახლებს და ტყეებს... კონკურსის გამარკვებულებს სოლიდურ პრიზებს დაპირდნენ: ნოუთბუქებს და რამდენიმე ასეულ ლარს. ამის შედეგად კი ბავშვები, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ ტრობის გრძნობა თავიანთი უცხოელი თანატოლების მიმართ, იძენენ ამ თვისებას აგრესიულ რუსეთთან მიმართებით. იმ რუსეთთან მიმართებით, რომლის გამოც მათ ხატვას აიძულებენ სკოლაში და ორიანებით ემუქრებიან.

ირინა ედიშერაშვილი GeorgiaTimes -ისთვის

 

ტიმოფეი შევიაკოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100