RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დაგვიძახეთ ნატოში

10.02.2010  |  10:23

5296.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მზადება ნომერი ერთი გამოცხადა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად. უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის სიტყვებით, ერთადერთი შეფერხება მოსკოვის რეაქციის შიშია. თუმცა, ჯერ კიდევ დეკემბერში, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამტკიცებდა, რომ ჯერ არც უკრაინა და არც საქართველო წევრობისთვის მზად არ არიან. ხოლო მას მერე, რაც რუსეთის დოქტრინამ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ - მტრულად განწყობილი ბლოკის გაფართოება დაასახელა, ალიანსს არ უღირს თბილისისთვის დაპირებების მიცემით, „დათვის" გააღიზიანება.

უცნაური იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადება რომში. რომ თითქოს და ნატოში შესასვლელი პირობები, უკვე შესრულებულია და ქვეყანა მზად არის. ამის აღსრულებას კი, მხოლოდ რუსეთის პოზიცია აფერხებს.

როგორც ცნობილია, ერთერთი მთავარი კრიტერიუმი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად, ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტაა. ეს შესაძლებელი გახდება მას მერე, რაც საქართველო რაიმე სასწაულის საშუალებით დაიბრუნებს კონტროლს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე ან უარს განაცხადებს მათ მიმართ ტერიტორიულ პრეტენიზებზე. ერთიცა და მეორეც, ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში არარეალურად გამოიყურება.

ამ ყველაფრის და მიუხედავად, საქართველოს გარეპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი სპეკულირებას ახდენს ალიანსში გაწევრიანების თემით და ადგილ-ადგილ მიზეზებსა და შედეგებსაც იშველიებს. „საქართველო ნატოში, რომ შესულიყო - რუსეთი იძულებული გახდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობა ეღიარებინა".

შეგახსნებთ, რომ ოთხსხივიანი ვარდის სიმბოლოს მქონე ორგანიზაცია, არ ჩაქარობს საკუთარ წევრებად საქართველოსა და უკრაინის „კურთხევას".

2009 წლის დეკემბერში, მოსკოვში გამოსვლისას ალიანსის გენერალური მდივანი ანდრეს ფროგ რასმუსენი - რუს მსმენელს არწმუნებდა, რომ ორგანიზაციას უარი არ უთქვამს ახალი წევრების მიღებაზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი, ეს ქვეყნები შეესაბამებიან ნატოს სტანდარტებს. „უკრაინდა და საქართველო ჯერ არ პასუხობენ კრიტერიუმებს და ჩვენ მათთან მოლაპარაკებები დავიწყეთ, ამ საზოგადოებების რეფორმიერების მიზნით",- აღნიშნა მან.

თავისთავად, საქართველოში სიტუაცია კარდინალურად ვერ შეიცვლებოდა ორ თვეში. მაგრამ, ამან რატომღაც ხელი ვერ შეუშალა ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს, იტალიელებისათვის ემტკიცებინათ, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან.

საინფორმაციო სააგენტოსთვის ANSA-სთვის ვაშაძის მიერ იტალიელ კოლეგასთან ფრანკო ფრატინისთან მოლაპარაკებების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწვრიანების ზუსტი თარიღის დასახელება, ჯერჯერობით შეუძლებელია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100