RSS
на русском en in english
25.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი მზად არის დიალოგისთვის. რით უპასუხებს დასავლეთი?

11.02.2010  |  09:37

5308.jpegაფხაზეთი, მზად არის ეუთოს კომისარიატის, გალის რაიონთან დაკავშირებული იდეები განიხილოს. უფრო მეტიც, სოხუმს არაფერი აქვს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საწინააღმდეგო, უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. მიუხედავად მრავალი არაობიექტური მოხსენებებისა, ქართულ-აფხაზურ საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება გააკეთა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, თუმცა, რსპუბლიკა საპასუხო ნაბიჯებს ელის ორგანიზაციისაგანაც. პირველ რიგში ეს ეხება საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელომწერას და ჟენევის დისკუსიებში მეტი ყურადღების მიქცევას, მათი აზრისადმი. გაითვალისწინებენ თუ არა ახალგაზრდა სახელმწიფოს მოთხოვნებს ბრიუსელში?

გასულ ზაფხულს, გაეროს მისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 483 სამხედრო დამკვირვებელმა და 20 -მა პოლიციური კომპონენტის მუშაკმა, რეგიონი დატოვეს. როგორც ცნობილია, საერთაშორისო საზოგადოება არ დათანხმდა მისიის ფორმატის ახლიდან შემუშავებას, რაც აფხაზეთის სტატუსის შეცვლით იყო ნაკარნახევი. რუსეთის წინადადებით, უნდა გახსნილიყო გაეროს ორი მისია - სოხუმში და თბილისში, მაგრამ დასავლეთის შეხედულებით, რომელიც იგნორირებას უკეთებს სამხრეთ კავკასიაში წარმოქმნილ ახალ რეალიებს, ამ ნაბიჯს შესაძლოა აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების მნიშვნელობა ჰქონოდა. სოხუმში კი, რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში ჩართვის და მოხსენიების წინააღმდეგები იყვნენ.

მას მერე, ბრიუსელის წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ ჩასული აფხაზეთის დედაქალაქში. ძირითადად სტუმრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილავდნენ ჰუმანიტარულ საკითხებს: საზღვარზე გადაადგილების რეჟიმს და მოსახლეობის პრობლემებს, საქართველოს აფხაზეთის საზღვარზე. ამჯერად ინიციატივა თავად ეუთომ გამოიჩინა, ორგანიზაციამ შეადგინა მოხსენება, რომელშივ ნათქვამია, რომ თითქოს და ხელისუფლება გალის რაიონის მოსახლეობას აიძულებს აფხაზეთის მოქალაქეობა აიღონ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხდა, რომ მოხსენება აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.

თუმცა კი, ამდაგვარ სუბიექტურ დასკვნებს აფხაზეთი უკვე მიეჩვეულია. ოქტომბერში, შამბამ აღნიშნა:"იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, შეუძლებელია რამდენადმე პრაგმატული პოლიტიკის აგება ამ რეგიონთან მიმართებაში, ვინაიდან ასეთი რეალობა არ არსებობს". დიპლომატის თქმით, დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის იგნორირებით, ევროკავშირის და დასავლეთის ქვეყნები მსოფიოსგან მის იზოლირებას ახდენენ, იმავ დროულად კი გახსნილობის, საზღვრების გამჭვირვალობის და ეკონომიკური გლობალიზაციის შესახებ აკეთებენ განცხადებებს.

ამჯერად სოხუმში, ბრიუსელზე არ განაწყენდნენ. აფხაზეთის ხელმძღვანელობან გამოხატა მზადყოფნა, მახრი დაუჭიროს ეუთოსთან თანამშრომლობას, მათ შორის ნაციონალურ უმცირესობებთან მუშაობაის დარგშიც. თუმცა კი, გახსნილობის დემონსტრირებით, რესპუბლიკა საპასუხო ნაბიჯებს ელის დასავლეთის მხრიდანაც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100