RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სილა ნოღაიდელისთვის

11.02.2010  |  09:40

5310.jpegგუშინ რუსეთის პარტიამ „ედინაია როსიამ" და საქართველოს ოპოზიციურმა „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ჯერჯერობით ორივე ქვეყნის პარლამენტარები, ფიქრობენ პარტიათა პოლიტიკური მშნებლობის გამოცდილების გაცვლაზე. ოფიციალურმა თბილისმა, ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს, ღალატში დასდო ბრალი.

ორ პარტიას შორის შეთანმხება, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. როგორც შეატყობინა, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთერთმა ლიდერმა პეტრე მამრაძემ GeorgiaTimes-ს, ნოღაიდელმა საკუთარი პროგრამის შესახებ განცხადება, ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე გააკეთა. მასში ნათქვამი იყო, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება, ყოველგვარი უაზრო, წინასწარი ულტიმატუმების გარეშე უნდა აღდგეს ურთიერთობები.

ერთი წლის შემდეგ, ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ჩავიდა, სადაც პრემიერ ვლადიმერ პუტინთან ერთად განიხილა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივები. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, ოპოზიციონერის ვიზიტებს რუსეთის დედაქალაქში, სულაც არ ჰქონია ფორმალური და კონსულტატიური ხასიათი.

ეს „ედიანაია როსიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და გოსდუმი სპიკერმა ბორის გრიზლოვმაც დაადასტურა. მისი თქმით, ეს შეთანხმება - არ იყო სპონტანური გადაწყვეტილების შედეგი. „ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ ჯანსაღი ძალები უნდა მოვძებნოთ საქართველოში",- თქვა გრიზლოვმა. სპიკერმა დაამატა, რომ შეთანხმება გულისხმობს პარტიული ურთიერთქმედების დაწყებას: ერთობლივ კონსულტაციებს და ინფორმაციის გაცვლას.

. თავის მხრივ, ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით აღნიშნა ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობა. „ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს-დღეობით რუსულ-ქართული ურთიერთობები ძალიან დაბალ დონეზეა".- მის ციტირებას ახდენს „ედინაია როსიას" საიტი. ნოღაიდელი თვლის, რომ ეს შეთანხმება - ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტია. რომელიც ფუნდამენტს ჩაუყრის ხვალინდელ დღეს, როდესაც რუსულ-ქართული ურთიერთობები გაუმჯობესდება, როდესაც მტრობა მეგობრობით შეიცვლება და პარტნიორული ურთიერთობებით.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებას კონკრეტული ოქმები მოჰყვება, რომლებშიც მიმდინარე წლის განმავლობაში განიხილება კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ავიამიმოსვლის და ქვეყნებს შორის ექსპორტის აღდგენა.

ოფიციალურმა თბილისმა - რუსეთ-საქართველოს შეთანხმების ხელმოწერა, მტრულად მიიღო. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის დარგში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ „ედინაია როსიასა" და ნოღაიდელის მოძრაობას შორის შეთანხმების გაფორმება, „საქართველოში რუსეთის მმართველი პარტიის ფილიალის" გახსნას ნიშნავს. მინისტრის აზრით, დოკუმენტს არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არ ექნება, მოსკოვისა და თბილისის დანგრეული ურთიერთობებისათვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100