RSS
на русском en in english
23.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჟურნალისტები თავისუფლებას გაურბიან?

11.02.2010  |  09:44

5312.jpegდასავლეთსა და ევროპაში საქართველო დიდი ხნის განმავლობში ითვლებოდა ყველაზე განვითარებად დემოკრატიად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი ვიზიტის დროს თბილისში ამ ქვეყანას „თავისუფლების შუქურაც" კი უწოდა. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, დემოკრატიის მთავარი მიღწევებია შსს-ს არაკორუმპირებული რგანოების შექმნა და თავისუფალი მასმედია. მაგრამ ამ ბოლო ხანებში ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სულ უფრო და უფრო ფერხდება. საქმე სულაც არ არის ოპოზიციის გაუთავებელ პრეტენზიებში. პრობლემები დაკავშირებულია მასმედიის თავისუფლებასთან - ყველაფერი ქვეყანაში გამუდმებით რთულდება. როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი უმრავლესობა იმის დამტკიცებას, რომ დემოკრატიულ სამეფოში ყველაფერი რიგზეა, ფაქტები ყველაფერს საპირისპიროდ გვიჩვენებს. ჟურნალისტები იღებენ ყველაზე რადიკალურ გადაწყვეტილებას - ქვეყნის დატოვებას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკური გამოძიებებით იყო დაკავებული, ქვეყანას ტოვებს და პოლიტიკურ თავშესაფარს შვეიცარიაში ეძებს. მისი სახელი ქართული და რუსული აუდიტორიისთვისაც კარგად არის ნაცნობი, ეს არიხ ვახტანგ კომახიძე. მისი დოკუმენტური ფილმი „ქართული პრეფერანსი" 2007 წელს გაუშვეს რენ ტვ-ზე.

კომახიძემ მოახერხა იმის დამტკიცება, რომ ზურაბ ჟვანია ვერ იქნებოდა იმ ბინაში, რომელშიც მისი ცხედარი აჩვენეს. იფრო მეტიც, კომახიძის ვერსიით, ჟვანია გაზით მოწამვლისგან ვერ გარდაიცვლებოდა. ავტორმა მოახერხა ხელისუფლების მიერ მოწვეული გამომძიებლების დასკვნებიდან ამ ყველაფრის გარკვევა.

ამ ფილმმა ააფორიაქა საზოგადოება. როგორც მაშინ მასმედიაში იუწყებოდნენ, 7000-ზე მეტი ადამიანი მივიდა ფილმის ჩვენებაზე. ღონისძიება ჩატარდა ვაკის პარკში ღია ცის ქვეშ. უზარმაზარი ეკრანი განათავსეს პარკის შესასვლელთან, მაყურებლებმა გაავსეს ყველა ძირითადი ბილიკი. აქ იყვნენ ოპოზიციის ლიდერებიც.

შემდეგ კომახიძე დაკავდა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებით. ამ ოლიგარქმა ხელისუფლებასთან კონფლიქტში შესვლის შემდეგ საკმაოდ წარმატებულად წამოიწყო 2007 წელს საპროტესტო ტალღა. თუმცა მისი პოლიტიკური საქმინობა მის ცხოვრებაში ყველაზე წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა. ის გარდაიცვალა ლონდონში გულის უცნაური დაავადეით. კომახიძე ცდილობა ამ ყველა საეჭვო შემთხვევითობის გარკვევას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100