RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჩააბარებს თუ არა საქართველო მსოფლიო სავალუტო ფონდის მორიგ გამოცდას?

12.02.2010  |  13:55

5325.jpegმსოფლიო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა დაასრულეს მუშაობა საქართველოში პროგრამის Stand-By Arragement მეხუთე განხილვის ფარგლებში. საქართველოს დედაქალაქში მათ ჩაატარეს შეხვედრების ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან. მსოფლიო სავალუტო ფონდის დასკვნები პასუხს გასცემს მთავარ კითხვას: მიიღებს თუ არა ქართული ეკონომიკ ახალ დახმარებას და ქვეყანა გააგრძელებს საგარეო ვალის დაგროვებას, თუ თბილისს კრიზისიდან გამოსვლა მსოფლიო სავალუტო ფონდის დახმარების გარეშე მოუწევს.

საქართველო მსოფლი ოსავალუტო ფონდში 1992 წელს შევიდა, უკვე 4 წლის შემდეგ კი რესპუბლიკას კრედიტით 110 მილიონი დოლარი გამოეყო. 1996 წელს თბილისმა და ფონდმა დადეს ხელშეკრულება გაფართოცებლი კრედიტირების შესახებ, რომლის თანახმადაც მომავაი სამი წლის განმავლობაში ქვეყანამ კიდევ 246 მილიონი დოლარი მიიღო.

90-ანი წლების დასასრულამდე ფონდი აგრძელებდა ქვეყნის დაფინანსებას, თავის მოხსენებებში კი ფონდის ექსპერტები აღნიშნავდნენ რეფორმების გატარებაში არსებულ ცვლილებებს. საქართველოს მშპ კი 11 პროცენტით გაიზარდა. უფრო მეტიც, ამ წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩატარდა ბანკის სექტორისა და სოცუზრუნველყოფის სისტემის განვითარებისთვის.

თუმცა შემდეგ საქართველოსა და მსოფლიო სავალუტო ფონდის ურთერთობები შეიცვალა. 1998 წელს საქართველომ არ შეასრულა ექსპერტების ზოგი რეკომენდაცია, რის შედეგადაც 80 მილიონი დოლარის მორიგი კრედიტი დროებით გადაიდო. როგორც აღმოჩნდა, შესაძლო უარის თქმა ხელისუფლებისთვის საუკეთესო მოტივაცია იყო: უმოკლეს ვადებში შეამცირეს ლგოტები იმპორტზე, სერიოზული წარმატებები მიიღწა საბანკო სექტორში, რაც მთავარია, ქვეყანამ გადაწყვიტა ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი.

საბოლოოდ თბილისმა ფული მიიღო, მაგრამ იმ სიტუაციამ გაართულა ქვეყნის ურთიერთობები ფონდთან. მსოფლიოს ფინანსურ კრიზისამდე საქართველო ხშირად არ ასრულებდა კიდევაც მოთხოვნებს და პერიოდულად აჭარბებდა ხარჯების განსაზღვრულ ლიმიტს.

ხუთდღიანი ომის დაწყებიდან, რომელიც ფაქტიურად მსოფლიოს კრიზისის დაწყებას დაემთხვა, გაიხსნა რესპუბლიკისა და ფონდის თანამშრომლობის ახალი ფურცელი. საქართველოსთვის რუსული ბაზრის დახურვა სერიოზული დარტყმა იყო ბიუჯეტისთვის და გაღარირებული ეკონომიკის დახმარებას შეუდგენნ საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურები, მათ შორის მსოფლიო სავალუტო ფონდი.

გასულ გაზაფხულზე საქართველომ ფონდისგან მიიღო 187 მილიონი დოლარი. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენის კომენტირებისას ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებამ შეასრულა ყველა დაპირება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100