RSS
на русском en in english
23.08.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ერთხელ სომეხი, ქართველი და აზერბაიჯანელი...

12.02.2010  |  13:57

5326.jpegეს მოარული იუმორი, იმის შესახებ თუ ვინ უკეთესია ქართველი თუ სომეხი, მანამდეა სასაცილო სანამ საქმე მსხვერპლამდე, სასამართლო განაჩენამდე და ნაციონალური დამცირების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებამდე მივა. ქართველები კი, სახელმწიფოებრიობის მშენებლობისადმი გულმოდგინე სწრაფვისას არერთხელ დაესხნენ თავს იმ კულტურულ ღირებულებებს, რაც საუკუნეების განმავლობაში სომხურად იყო მიჩნეული. რისი შედეგიც გახდა: სომხებით დასახლებული ჯავახეთის დუღილი, სომხური ეკლესიის დასაცავად მოწყობილი საპროტესტო აქციები და ბოლოს ქართველი სომხების მიმართვა რუსეთისადმი - დახმარებისა და მფარველობის თხოვნით.

კავკასიაში კულტურული მოსახლეობის გაყოფა გრძელდება. ქართველ ისტორიკოსებს რადაც არ უნდა დაუჯდეთ სურთ დაამტკიცონ, რომ სომხები - ამ ქვეყანაში ჩამოსული მოსახლეობაა და მათ არ აქვთ განსაკუთრებული პრივილეგიების მოთხოვნის უფლება.

გუშინ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, აფხაზეთის აკადემიის აკადემიკოსმა ბონდო არველაძემ ახალი თემა წამოწია, რაც ახალი დავის მიზეზი გახდება, მან სათუოდ მიიჩნია სომხური ეკლესიების კუთვნილება, რაც აზერბაიჯანულ საინფორმაცი სააგენტოს The First News-ს განუცხადა.

მისი თქმით, სომხებს არ აქვთ უფლება საკუთარ თავს ურარტუელების შთამომავლებად თვლიდნენ, ხოლო ურარტუს - სომხეთად მიიჩნევდნენ, იმიტომ, რომ ეს „სულაც არ არის ასე". მან ასევე ქართულ ძეგლებად გამოაცხადა ტაიკას ეკლესიები (თურქეთის ჩრდილოეთი), ხოლო მთიანი ყარაბახის სომხურ ეკლესიებს „ალბანური" უწოდა, რომელთა კულტურაც აზერბაიჯანელებმა მიიღეს მემკვიდრეობით.

მაგრამ, რაც ასე ესიამოვნათ აზერბაიჯანელებს, იგივემ სომხური მასმედიის ცხარე კრიტიკა გამოიწვია. არველაძის განცხადებებს პორტალმა Aysor.am აზერბაიჯანული პროპაგანდის ასლი უწოდა.

უნდა ითქვას, რომ ურარტუსთან დაკავშირებით ისტორიულ მეცნიერებაში მართლაც მიმდინარეობს დისკუსიები, იმის შესახებ თუ რამდენად არიან ამ უძველეს სახელმწიფოსთან ურთიერთკავშირში სომხები. თუმცა, ყველა ისტორიკოსი ადასტურებს, რომ სომეხმა ხალხმა საკუთარ წიაღში სხვა ხალხებთან ერთად, ურარტუელებიც შეითვისა. ხოლო ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა სომხეთის მთიანეთში ჩვენს ერამდე მე-8 მე-4 საუკუნეებში, უმეტეს წილად სწორედ სომხების მიერ იქნა აღქმული და არა ამიერკავკასიის სხვა რომელიმე სახელმწიფოს მიერ.

რაც შეეხება მთიანი ყარაბახის, საქართველოს და თურქეთის ეკლესიების კუთვნილებას, ეს საკითხი დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა გამოიკვლიოან. ვინაიდან ამჟამად არც ქართულ, რაც სომხურ და არც აზერბაიჯანულ ისტორიულ მეცნიერებას არ ძალუძს არაანგაჟირებული დასკვნები წარმოადგინოს. ამ სახელმწიფოებმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გაიარეს ნაციონალური თვითინდეფიკაციის პროცესი, ვერ გადაწყვიტეს ტერიტორიული პრობლემები, ვერ დააზუსტეს საზღვრები. ამიტომაც ისტორიკოსები ერთი უკიდურესობიდან, მეორეში ვარდებიან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100