RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ილია მეორე კიდევ იმსახურებს

12.02.2010  |  14:00

5328.jpegსაქართველოს კათოლიკო-პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან ბრუნდება, სადაც მან მკურნალობის კურსი გაიარა. ქართული ეკლესიის 77 წლის ხელმძღვანელი აწონასწორებს ქვეყნის ხელისუფლების ანტირუსულ პოლიტიკას. მისი მოღვაწეობა აუცილებელია ორი ერთმორწმუნე ერის დაახლოვებისთვის.

პატრიარქი საქართველოში 12 თებერვალს დაბრუნდება. პროფილაქტიკურმა მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და უკვე ორშაბათს ილია მეორე აპირებს ლოცვების წაკითხვას წმინდა სამების ტაძარში.

პატრიარქის ჯანმრთელობა საქართველოში მხოლოდ მრევლს კი არა, პოლიტიკოსებსაც აღელვებთ. გასულ ზამთარს ილია მეორეს მკურნალობა კუნჰენის კლინიკაში 2 კვირა გგარძელდა. მან გულის ოპერაცია გადაიტანა. ექიმები აზრით, დაავადება გადაღლამ გამოიწვია.

ავადმყოფობის გამო ილია მეორე ვერ დაესწრო რუსეთის პატრიარქის კირილეს აღსაყდრებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით ჭორებიც გავრცელდა.

2008 წლის დეკემბერში, მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა, ილია მეორე ჩავიდა მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსი მეორეს დაკრძალვაზე. მაშინ დიმიტრი მედვედევი შეხვდა პატრიარქს და მას სთხოვა ქართველი ხალხისთვის გადაეცა კეთილი სურვილები, მან თქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარება უნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესია საქართველოში უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე რუსეთში. მორწმუნეთათვის პატრიარქის სიტყვა მეტს ნიშნავს, ვიდრე პრეზიდენტისა. ერის მოძღვრის ქადაგებებს მასმედია გადმოსცემს. ის სათავეში უდგას საპატრიაქროს უკვე 30 წელზე მეტია. 2008 წელს მას საქართველოს წლის ადამიანი უწოდეს და რუსეთის პრეზიდენტმა კი მას „ქართველი ერის სულიერი ლიდერი" უწოდა.

სწორედ ამიტომ ადევნებდა ყველა იმედით თვალყურს, თუ როგორ განვითარდებოდა ორ მოძმე ეკლესიას შორის ურთიერთობები.

ილია მეორეს არყოფნას აღსაყდრების ცერემონიაზე სულაც არ შეუშლია ხელი ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. გასული წლის განმავლობაში შედგა მღვდელმსახურების რამდენიმე ვიზიტი რუსეთში და პატრიარქების შეხვედრა ბაქოში.

ამასთანავე რუსეთის ეკლესია მხარს უჭერს საქართველოს ეპარქიის მთლიანობის პრინციპს. ის არ აღიარებს თვითგამოცახდებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეპარქიებს.

იმავე დროს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თავს არ იზღუდავს და აძლევს მითითებებს აფხაზურ და ოსურ მრევლს, რომ დაბრუნდნენ ილია მეორედ მფარველობის ქვეშ. პატრიარს არაერთხელ უთქვამს, რომ აუცილებელია ქვეყნის გამთლიანებს, მაგრამ ეს პოლიტიზირებული სიტყვები ვერ ჰპოვებს გაგებას აფხაზეთსა და ოსეთში, პირიქით, საქართველოს მთლიანობის შესახებ გამართული კამათის შედეგად გასულ ზაფხულს აფხაზებმა კოდორის ხეობის მონასტრიდან რამდენიმე ქართველი ბერი გამოაგდეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100