RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამართალწარმოება თუ თავაშვებული უსამართლობა?

16.02.2010  |  09:35

5349.jpegცოტნე გამსახურდიას გამანთავისუფლებელი კომიტეტი კვლავ ითხოვს ხელისუფლებისგან, ყველა ბრალდება მოუხსნან საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს. გუშინ, თბილისში აშშ-ს საელჩოსთან აქცია შედგა, რის შემდეგაც გამსახურდიას მომხრეებმა სახალხო დამცველის ოფისში, საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს შემდგომი მოქმედების გეგმა. თავად ცოტნე ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და პროტესტის ნიშნად კვლავ აგრძელებს შიმშილობას, შეთითხნილი ბრალდებების გამო.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, პოლიტიკური მოტივებით ადამიანების დევნა, საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი გახდა. არც ისე დიდი ხნის წინ, ყოფილმა ომბუდსმენმა, ახალ კი ოპოზიციური ფრონტის „ალიანსი ასაქართველოსთვის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა GeorgiaTimes- შეატყობინა, რომ სამართალდამცავ ფრონტზე მდგომარეობის გაუარესებაში, ქვეყნის პრეზიდენტს ადანაშაულებს „სიტუაცია, სააკაშვილის დროს უარესობისკენ შეიცვალა. შევარდნაძის დროს უფლებები, უკონტროლო სახელმწიფოს დონეზე ირღვეოდა, სააკაშვილის დროს კი ამას პოლიტიკური ხასიათი აქვს". სუბარის თქმით, დღეს საქართველოს სასამართლოები, სახელმწიფოს და პროკურატუტის კონტროლის ქვეშ არიან, ამიტომაც გადაწყვეტილებებს მოსამართლეები კი არ იღებენ, არამედ პროკურორები. „უფრო მეტიც, სახეზეა პოლიტპატიმრების დევნა",- დაამატა მან.

ამგვარი პოლიტიკის, ერთერთი ნათელი მაგალითია - რეჟიმის გაძლიერებული ყურადღება, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მიმართ, ხელისუფლებამ უკვე სცადა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში დაედანაშაულებინა ის, შარშან ოქტომბერში კი, ის დააპატიმრეს თავის მეზობელი დავით ბაჯელიძისთვის ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობის მიყენების გამო. აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებული, უარყოფს გამსახურდიას თავდასხმის ფაქტს.

მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, თბილისის სასამართლომ უკვე რამდენიმეჯერ გააგრძელა გამოძიება, ცოტნემ კი, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მერედ გამოაცხადა შიმშილობა. ამასთან ერთად, დედამის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას არ აძლევენ შვილთან შეხვედრის და საქმის მასალების ან მტკიცებულობების გაცნობის საშულაბეას.

უფლებათადამცავები ცოტნეს პოლიტპატიმრად თვლიან. მის გასანთავისუფლებლად სპეციალური კომიტეტია შექმნილი, რომელშიც იურისტები, სასულიერო პირები და ზვიად გამსახურდია მთავრობის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცავი ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კომიტეტი მზად არის ყველა ღონე იხმაროს, რათა „ცოტნე გამსახურდია სააკაშვილის რეჟიმის ტყვე არ გახდეს. ამას გარდა, ასოციაცია ამზადებს დოკუმენტს, რომელიც უფლებათა დამცავ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეგზავნებათ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100